x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
უსინათლო ტელეწამყვანის ამაღელვებელი პოსტი facebook-ზე - დამსაქმებელნო, არასდროს გვკრათ ხელი შშმ პირებს
imageუსინათლო მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი, სოციალურ ქსელში ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს.


"ახლა, რომ არ დავწერო გული გამისკდება.
თუ გინდათ ნუ წაიკითხავთ.
ჩემთვის როგორც რიგითი შშმ პირისთვის ყველაფერი ძალიან რთულად მოსაპოვებელია.
როგორც ადამიანური ღირებულებები ასევე განათლება, სამსახური და ა.შ.
ერთი საღამო იყო 2014 წლის ზაფხული.
გადავწყვიტე, რომ მარტო კომპიუტერიდან კი არა, გონებიდანაც ამომეშალა იმაზე ოცნება, რომ ოდესმე სამსახური მექნებოდა და მეც ისეთივე სრულფასოვანი ადამიანი ვიქნებოდი, როგორიც ყველათქვენთაგანია.
ყველა სივი და ვაკანსია წავშალე და დავიძინე.
რომ გითხრათ ტკბილად მეთქი მოგატყუებთ.
ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა.
ღამით გვიან ვიძინებდი ან გამთენიისას და მთელი დღე ასე ლოგინში დეპრესიული ძილით ვატარებდი.
საღამოს რომ ვდგებოდი ხშირად პირის დაბანვასაც ვერ ვასწრებდი ისევ, რომ ვწვებოდი და გრძელდებოდა ცხოვრება, მეტად უინტერესოდ.
ძალა გამომელია.
აღარც ბრძოლის და აღარც განცდების თავი აღარ მქონდა. დავიღალე და მოვეშვი.
გადავწყვიტე როდესაც გათენდებოდა ახალი მომეფიქრებინა რამე და ცოტახანს ყველანაირი ფიქრისგან დამესვენა და მეტი ენერგიით გამეგრძელებინა სიცოცხლე.
გათენდა.
ჩემდა გასაკვირად ადრე ავდექი და გაწეწილი თმით დავეხეტებოდი ოთახებში.
დაბლიდან ხმაური შემომესმა და მივხვდი, რომ ჩემს მეგობარ ანჟისაც ეღვიძა და სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა.
დამიძახა და პირველ სართულზე ჩავედი.
ანჟი და ნინო მხიარული ხმით მომეფერნენ და საქმე გვაქვსო მითხრეს.
დავჯექი და მათი მოსმენა დავიწყე.
არა ვიცოდი. ვიცოდი, რომ მათი უფროსი ბატონი ენრი კობახიძე უცკვიანესი პიროვნება იყო.
მაგდა! დაიწყო ანჟიმ.
ენრი გიბარებს.
რატომ? გაკვირვებული სახით შევეკითხე და დავიძაბე.
მოკლეთ! აგრძელებს ნინო.
ენრის აქვს იდეა, რომ თანამგზავრის ეთერიტ გავიდეს კულტურულ-შემეცნებიტი გადაცემა, რომლის ავტორი და წამყვანიც იქნები შენ.
სიჩუმე.
სამიდან არცერთი არ ვიღებდით ხმას და ვგრძნობდი, რომ თუ პასუხის გაცემას დავიწყებდი ემოციურ ტირილს ვერ შევიკავებდი და ვცდილობდი მეტად გამეჭიმა სახე და ღიმილის იმიტაცია შემექმნა.
მე! წამოვიყვირე უცებ და ტაში შემოვკარი სიხარულით.
ჰო შენ. მიპასუხეს და ჩამეხუტნენ.
თანახმა ვარ! გიჟივით ვიმეორებდი ამ სიტყვებს ხმამაღლა და ფიქრებში.
არცერთი წამით არ მიფიქრია რას ვაკეთებდი.
მე ხომ არანაირი გამოცდილება არ მაქვს და არც დიპლომი?
ამაზე არც მიფიქრია.
სიხარულით ჩავიცვი ტანსაცმელი, დავივარცხნე გაწეწილი თმა და დავემსგავსე ადამიანს თუ არა მაშინვე გამოვცხადდი ტელევიზიაში.
ყველაფერი დეტალურად გავიარე, ძალა მოვიკრიბე და დავიწყე ფიქრი.
გადაცემა წარმოვიდგინე როგორი უნდა ყოფილიყო და მივხვდი, რომ ამას ფინანსების გარეშე ვერ ვიზამდი.
სპონსორზე ფიქრი არც გამჩირვებია.
რა თქმა უნდა მერია! ქალაქის მერია!
წამოვიძახე და იმედიანი სახით ბატონ პლატონ კალმახელიძეს და ბატონ თენგიზ მთვარელიშვილს შევხვდი/.
ვინც არ იცით იცოდეთ, რომ ბატონი პლატონი თელავის მერია და ბატონი თენგიზი ვიცე მერი.
მოვუყევი თუ არა რაც ხდებოდა სიმართლე გითხრათ მათგან ყოყმანიც არ მიგრძვნია.
ისე მითხრეს, დაგიკავშირდებითო თითქოს ვგრძნობდი როგორ მეუბნებოდნენ პასუხს. დადებითს.
წამოვედი და იმ საღამოს ადრე დავიძინე.
მე ხომ სიახლე მჩირდებოდა და მივიღე კიდეც.
რამდენიმე დღეში ყველაფერი დალაგდა.
გადაცემის გეგმა დავსახეთ მე და ერეკლემ,
დავილაპარაკეთ მე და ოპერატორებმა,
იდეა გავაცანი გადაცემის რეჟისორს და რის საფუძველზე?
რა თქმა უნდა ქალაქის მერიის დადებითი პასუხის საფუძველზე.
ჩემი გადაცემისთვის გარკვეული თანხა გამოიყო.
ეს თანხა შვიდიათასს შეადგენდა და დავიწყეთ მზადება/.
ყველას უხაროდა.
ზოგი რა იდეას მაწვდიდა და ზოგი რას.
ზოგი როგორ მედგა მხარში და ზოგი როგორ.
არ შემიძლია ჩემს ანასოფიაზე არ ვთქვა.
ადამიანი რომელიც ყველანაირი ანაზღაურების გარეშე ჩემთან ერთად იდგა ნებისმიერ წუთს და წამს.
ადამიანი რომელმაც ჩემთან ერთად შექმნა და ფეხზე დააყენა გადაცემა.
ადამიანი, რომელიც არაერთი გადაცემის სულის ჩამდგმელი და გამლამაზებელია.
იმდენი რამ გააკეთა მან ჩემთვის, გადაცემისთვის და პირველ რიგრში თქვენთვის მაყურებლისთვის, რომ წერა, რომ დავიწყო ბოლოში ვერ გავალ ვერასდროს.
ძალიან დიდი მადლობა, მინდა მოვუხადო მას და უფრო მეტი და მეტი გამძლეობა მინდა ვუსურვო.
მე შენ ძალიან მიყვარხარ ან! kiss ემოცია
არ ვიცი მადლობის მოხდას შევძლებ თუ არა ოდესმე ჩემი გენერალური დირექტორის ბატონი ენრი კობახიძის მიმართ, მაგრამ მე ვეცადე, საქმით დამემტკიცებინა რომ ის არ შეცდა როდესაც მე ამირჩია გადაცემის ავტორად და წამყვანად.
არც ეს ვიცი გამომივიდა თუ არა მაგრამ მართლა გულით და სულით ვეცადე.
ისიც არ ვიცი ქალაქის მერიას რა ვუთხრა.
მარტო მადლობა ამ ადამიანებს არა. ძალიან! ძალიან! ძალიან! დიდი მადლობა ყველას. kiss ემოცია
მე თქვენ მეიმედებით! kiss ემოცია
მინდა მადლობა ვუთხრა ჩემი სიცოცხლის გალამაზებისთვის ანჟის და ნინოს.
ის ისეთი დილა გათენდა, რომ არა თქვენ მე უფრო სუიციდს დავუმეგობრდებოდი ალბად.
მიყვარხართ! heart ემოცია
მადლობა ერეკლეს, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა და გეგმავდა ამდენიხნის მანძილზე გადაცემებს.
ზრუნავდა თქვენთვის და მუშაობდა ყველასთვის. გადაცემის პროდიუსერი და ახლა უკვე რეჟისორიც! kiss ემოცია
მადლობა ჩემს ოპერატორ ბიჩებს.
უჩას! kiss ემოცია
ზურას! kiss ემოცია
სოსოს! kiss ემოცია
ბიჭები რომლებიც კამერის უკან დგანან და ყოველ შაბათს ერთი საათით ყველაფერს აკეთებენ, რომ უფრო მეტი და კარგი ხარისხი მოგაწოდონ.
მადლობა ჩემი გადაცემის სხვა რეჟისორებს.
ნუკრის! და გელას! heart ემოცია
ამ ადამიანებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ გადაცემის მსვლელობისას სხვა არხით არ დაინტერესებულიყავით.
ყველაზე მაგრები ხართ! heart ემოცია
მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს.
მე ყოველდღე ვკითხულობ თქვენს მოწერილებს და ყოველდღე ვივსები ახალი დადებითი ემოციებით.
რომ არა თქვენ, ჩვენ, არაფერი გამოგვივიდოდა.
წლის ბოლო ახლოვდება და გადაცემის მეორე სეზონი სრულდება.
სამი გადაცემის მერე, არ ვიცი როდის მოგესალმებით ჩემი უსაყვარლესი ტელევიზიის ეთერით.
არ ვიცი თუ კიდევ შევძლებ ამას და მინდა, რომ გითხრათ.
მე ძალიან მიყვარხართ თითეული თქვენგანი და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გიცნობთ და მიწევს ძალიან ხშირი ურთიერთობა თქვენთან.
ამ გადაცემის შექმნამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
უსინათლო ტელეწამყვანი ექსკლუზივია და ეს ექსკლუზივიც მე ვარ! heart ემოცია
არ ვიცი რა დავწერო.
უბრალოდ გთხოვთ და გემუდარებით.
დამსაქმებელნო! იყავით ჭკვიანები და მიიღეთ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება.

.
ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ გვჩირდებით თქვენ.
აიღეთ მაგალითი ბატონი ენრისგან,
აიღეთ მაგალითი თელავის მერიისგან და იყავით სუპერ ადამიანები!♥
ჩემს მაყურებელს კი გთხოვთ.
არ დაგვივიწყოთ.
ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით მესამე სეზონით.
საინტერესო სტუმრებით,
საინტერესო თემებით და განახლებული ფორმატით.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გაგეცნოთ ადამიანები ვინც საზოგადოებამდე ვერ მიაწვდინა ხმა და ისნი ხელოვანი ადამიანები არიან.
გაგეგოთ უფრო მეტი მათგან ვინც უკვე საკმაოდ კარგად გაგაცნოთ თავი შემოქმედებით და იდეალურობით.
ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ ძალიან საინტერესო და თბილი შაბათი დღე.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც ჩემი ეთერი გაალამაზეთ და გაამხიარულეთ.
მადლობა ყველა იმ სტუმარს ვინც ჩვენს გვერდით იყავით.
შეგვიყვარეთ და დაგვაფასეთ.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ელისო ვირსალაძეს.
ეს ქალბატონი იყო ყველა ჩემი წარმატების ზე წარმატება! heart ემოცია
ყველა ჩემი თანამშრომელი მეთბილებით და გასაშვებათ მენანებით.
წარმატებები, ჩვენ! ყველას! kiss ემოცია
მე თქვენ მიყვარხარტ! heart ემოცია
art-საათი! და მე მისი წამყვანი მაგდა!
გმადლობთ! გმადლობთ, რომ გვიყურებთ!"



წერს გადაცემა Art- საათის წამყვანი სოციალურ ქსელში

1
126
2-ს მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
126
  
2015, 9 დეკემბერი, 2:14
რა ცოტა უნდა ადამიანს რომ ბედნიერი იყოს, დაე, მუდმა ესეტი გახარებული იყოს ეს და ყველა ჩვენტაგანი
0 1 1