x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
"ერთ ადგილს თუ არ დააყენებთ..."-ასე ემუქრება თამუნა მუსერიძე "ლიფებით და ტრუსიკებით" მოტანტალე გოგოებს. როგორ იგერიებს იგი "გაურკვეველი წარმომავლობის ანაშებული ლაწირაკი გოგოების სექტას".

image
ტელე და რადიო წამყვანი თამუნა მუსერიძე სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სტატუსს, სადაც იგი იმ გოგონებს ემუქრება, რომლებიც მის ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ და აფრთხილებს, რომ თუ არ გაჩუმდებიან ცუდად დასრულდება მათი საქმე:
"მართლა მიხარია ჩემი ფოტოებით, ვიდეოებით, სოციალური ქსელით და თითოეული გადადგმული ნაბიჯით რომ ცხოვრობთ მთელი სადაქალო. მაგრამ არ მიხარია, ახალგაზრდა გოგოებს სხვა საქმე რომ არ გაქვთ. არც ის მიხარია, ინკუბატორის წიწილებივით, გარეგნულად ერთმანეთს ძალაუნებურად რომ ემსგავსებით, ელემენტარული შემოსავლის გამო. ალბათ კარგად ხვდებით იმას, რომ აქამდე მარტო იმიტომ არ ამოგწყვიტეთ, რომ ცოტა მეცოდებოდით, მაგრამ!!!! ერთ ადგილს თუ არ დააყენებთ, (ვიცი რთულია, ფულს ამით შოულობთ), ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით და ეს შეხვედრა თქვენს სასიკეთოდ ნამდვილად არ დასრულდება. ახლა კიდევ დასხედით "ლიფებით და ტრუსიკებით" მოტანტალე გოგოები და სათითაოდ ყველას "კედელზე" განიხილეთ ჩემი "აყვავებული" სტატუსი (შეცოდების სმაილი)"


გარდა ამისა თამუნას, როგორც თვითონ წერს, გადაკიდებული ყავს ვიღაც გოგონები:

"ფრიად უცნაურ ფენომენთან მაქვს საქმე: გაურკვეველი წარმომავლობის ანაშებული ლაწირაკი გოგოების სექტა გადამეკიდა (ნუ გარკვეული მიზეზების გამო). ჩემს პირად სფეროში მათი ხშირად სტუმრობის გამო, ყველა გადავბლოკე, მაგრამ! ნურას უკაცრავად. ახალი სტრატეგია შეიმუშავეს, საკუთარ კედელზე წერენ ჩემზე რაღაცეებს, ქმნიან ახალ ექაუნთებს და იქიდან მიგზავნიან სქრინებს ტექსტით: -აუ თაამ, აი შენ და სანდრო ძაან რომ მიყვარხართ, მაგიტომ გწერ, აი ნახე შენზე რას ლაპარაკობენ და ყურადღებას ნუ მიაქცევ რიია, ხოდა მიჩნდება ფრიად საინტერესო კითხვები და ვის მივმართო??"

როგორც მოგეხსენებათ, თამუნა მუსერიძე ორჯერ იყო გათხოვილი და ორივეჯერ მისი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ახლა კი თამუნა შეყვარებულია მსახიობ სანდრო მიკუჩაძეზე, რომელიც ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ ტელესერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთ-ერთ როლს თამაშობს. მას შემდეგ, რაც თამუნა და სანდრო ერთად არიან, ჭორები მათ გარშემო არ წყდება, ბევრჯერ ერთმანეთს დააშორეს კიდევაც. ცხადია, რომ ორი პოპულარული ადამიანის ერთად ყოფნა ყოველთვის საზოგადოების ინტრესს იწვევს და ჭორებიც მათ ურთიერთობაზე ხშირად ვრცელდება.imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
1595
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0