x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
მიმართვა ლალი ბადურაშვილს - როგორ არ გაგიჩერდათ გული როდესაც ბავშვები ასეთი ცივი და გაყინული თვალებით სიკვდილისთვის გაწირეთ
image


მომღერალი და ტელეწამყვანი მაგდა ბეჟანიშვილი 3 დეკემბრის პროფილს საკუთარ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მსახიობ ლალი ბადურაშვილს მამა პეტრე კოლხს და გადაცემის წამყვანას მიმართავს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.


"პროფილს ვუყურე ძალიან ცოტას.
შემრცხვა. კიდევ ერთხელ შემრცხვა, რომ ლალის და ნინის ქართველობის ქართველი ვარ.
ქალბატონო ლალი! ამბობთ, რომ ყველა ქვეყანამ საკუთარ მათხოვას მიხედოს და საზღვრები ჩაუკეტეთ ადამიანებს ვისაც საქართველოში მოწყალების მიზნით სურს შემოსვაო.


როგორ ფიქრობთ.
ემიგრანტები რომლებიც 24 საათი სხვა ქვეყნის მოხუცებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, გიჟებს და ჩკვიანებს უვლის და უთმენს, ემიგრანტები, რომლებიც წლები სხვის შვილებს უმღერიან იავნანას და საკუთარი თოთო შვილები ქმრის და ქმრის მეგობარი გოგოების ანაბარა ყავთ დატოვილი, ემიგრანტები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად ტოვებენ ყველას და ყველაფერს აი ეს ემიგრანტები მოწყალებას არ იღებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან?
აი ეს ემიგრანტები რომლებიც საკუთარმა ქვეყანამ ვერ შეიფარა და ვერ მიხედა ხომ ვერ მეტყვით საზღვრების ჩაკეტვით სად წავიდოდნენ ან როგორ აცოცხლებდნენ საკუთარ შვილებს?



როგორ არ გაგიჩერდათ გული როდესაც ბავშვები ასეთი ცივი და გაყინული თვალებით სიკვდილისთვის გაწირეთ მარტო ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი სხვა ქვეყნის შვილები არიან.
გაწირეთ თოთო ბავშვები და თქვენი შვილიშვილისხელა ახალგაზრდები სიკვდილისთვის მარტო იმიტომ, რომ აქაური კი არა იქაური პასპორტებიც კი არ გააჩნიათ საიდანაც წარმომავლობა აქვთ და სადაური სისხლიც უჩქეფთ.


მამათქვენი რომელიც პირდიდან ლუკმას გაცლიდათ და გერმანელ ბავშვებს აჩმევდა, გერმანელებს რომლებიც მამათქვენს ტყვიას ესროდნენ. მაშინდელი შიმშილის გაბოროტება გჩირთ თუ თქვენც იმ გათამამებული ლაწირაკი ნინივით რამე შოკოლადი მიირთვით?


დედას გაფიცებთ რას ჩამთ ასეთს?
მამა პეტრესაც ვუსმინე და არ მჯერა.
არ მჯერა, რომ ასეთი ბავშვებისთვის ეკლესია რამეს აკეთებდეს.
არ მჯერა, რომ ბავშვები, რომლებიც უცნობი საფენებით 24 საათი მიწაზე წვანან და ძინავთ, ამ პატარებისთვის აკეთებდეს ეკლესია რამეს.
სად ხართ მამაოები თქვენი სულიერი მრევლით, როცა დღეში ღმერთმა იცის რამდენი მცირეწლოვანი და სრულწლოვანი ახალგაზრდა შიმშილით, წყურვილით და ყინვით იღუპება?
როცა 17 მაისს გამოცვივდით და ჩვეულებრივ უფლის შვილებს რომლებიც ცოცხალი ადამიანები არიან, როგორც მე და თქვენ და საერთოდ ყველა, ურტყით და სულში აფურთხეთ.
ათობით ახალგაზრდა, რომლებიც ეკლესიას მხარში დაუდგნენ და ტაბურეტკა ფართი მოოაწყვეთ და მოიცალეთ იმათთვის ვისაც ასეთი ცხოვრება აქვს არჩეული და თავს ძალიან კონფორტულად გრძნობენ
ადიდეთ უფალი და ცოცხლად ჩამარხეთ ათობით ახალგაზრდა, რომლებსაც შეიძლება თქვენმა მამაოების და ზოგადად ეკლესიის ქადაგებამ და თანატოლების მხარში დგომამ სწორ გზაზე დააყენოთ, ფეხზე დადექით და ააწრიალეთ მთელი ერი მარტო იმიტომ, რომ სხვის გადაწყვეტილებას აგრესიით და მუშტით გასწორებოდით.

გიფიქრიათ ოდესმე, რომ იმ წუთებში, როდესაც ეკლესია დაცემულ საზოგადოებას წიხლით დგებოდა რამდენი ბავშვი მოზარდი და მოხუცი დაიღუპა?
გიფიქრიათ იმაზე, რომ ახლა როდესაც ამ პოსტს ვწერ და ვიცი არასდროს წაიკითხავთ რადგან მე ხო ერთი უღმერთო მაგდა ვარ, რომელმაც ღმერთს საყვედური შევკადრე, როგორ მეწვის სული და გული,

როგორ მეგლიჯება სიმწრისგან ხორცები,
როგორ მამძიმებს ქართველობა, რომ ვერავის ვერ ვეხმარები?
რატომ არ ფიქრობთ, რომ ისევ ადიდოთ უფალი,
ისევ დააყენოთ მთელი ერი ფეხზე და ჰომოსექსუალების დევნას კი არა, მოწყალების მოლოდინში მყოფ ადამიანებს დავუდგეთ მხარში და ყოველდღე ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ?
ალბად იქნებოდნენ კიდევ ვისაც ექნებოდა განსხვავებული აზრი ადამიანობისგან, მაგრამ ვერაა, ვერ შევძელი ბოლომდე მენახა გადაცემა
სადაც ჩემი ლიზიკოს ტოლი გოგონები და ბიჩები სასიკვდილოთ გაწირეს და ხელი კრეს სხვა ეროვნების და კანისფერის გამო.
გთხოვთ და გემუდარებით.
მომწერეთ,
მოვიფიქროთ,
დავიგეგმოთ,
შევიკრიბოთ
ჩვენ უბრალო მოკვდავი ქართველები და თქვენ!
სასულიერო პირები და სულიერი შვილები.
წავიდეთ და ერთი დღე გავატაროთ ამ ბავშვების ცხოვრებით.
გამოვიშვიროთ ხელი და მოვითმინოთ საზოგადოების წიხლი და წყევლა-კრულვით ჩაგდებული ხუთთეთრიანები ვითვალოთ.
არ გაინტერესებთ, თუ კიდევ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ იმოძრაოთ ჯიპებით, რომლის დაქოქვასაც 10 ლიტრი ბენზინი ჭირდება?
თუ კიდევ ექნება ჯვრისწერას და ნათლობას ცეცხლის ფასები?
თუ კიდევ გაიყიდება უფლის სახლში
სანთლები,
სამაჯურები,
ქუდები,
ბეჩდები,
წინდები,
ბრელოკები და სხვა ამდაგვარი აქსესუარები?
ამ პოსტში მე მთელ სასულიერო პპირებს მივმართავ და არა კონკრეტულად მამა პეტრეს.
და არ შემიძლია პოსტის ბოლოს ჩემი ლექსის ნაწყვეტი არ დავწერო!
ნეტაი ღმერთო,
შენ, რომ ახლა
ზეცაში გძინავს,
მე კი ვინ იცის
მერამდენედ მათენებს ღამე,
ვიგლეჯავ ისეც გადაგლეჯილ
შერჩენილ ნერვებს,
შენ კი გძინავს და
მშვიდობიანს ისიზმრებ მტრედებს. smile ემოცია
ბრავო მაია!
შენ ხარ მოწყალების მოლოდინში მფეთქავი პაწაწინების ღმერთი! heart ემოცია

13
6628
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
6628
  
2015, 7 დეკემბერი, 22:20
მეც ვეტანხმები ქალბატონ ლალის. ასატიანი კიდევ ძალიან ამზრზენია ხშირად, ნაციონალიზმი რა შუაში იყო აქ
2015, 7 დეკემბერი, 19:43
ვეთანხმები ქალბატონ ლალის
2015, 7 დეკემბერი, 12:30
მე ვერ დავეთანხმები ყველაფერში მაგდას, იმიტომ რომ ვინც შევიფარეთ ყველამ გაჭირვებაში ზურგი გვაქცია და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოლა. ქართული ანდაზაა "სახლში ბავშვს თუ შია გარეთ ტაბლას რა უნდაო"
2015, 7 დეკემბერი, 0:31
დათო და გარბო ჩემი სათქმელი თქვით და კიდევ ერთს დავამატებ, მათხობრებს ადარებთ ემიგრანტებს?მარტო ჩემი ოჯახიდან სამი წევრია წასული, სანათესაოს აღარ დავამატებ. ამ წლების განმავლობაში არა მარტო ოჯახი სანათესაოს მკვდარი და ცოცხალი იტვირთეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმდენი გაჭირვებული გვყავს თუ რამის საშუალება გვაქვს მათ დავეხმაროთ რა. აი მართლა მეყინება სისხლი როდესაც ჩემს ქართვლს უჭირს და ფულის გადარიცხვას გვთხოვენ. არცერთ ქვეყანაში უცხოელების დახმარებაზე ვენებს არ იჭრიან ასე რომ მოეშვით ამ დემაგოგიას
2015, 5 დეკემბერი, 12:37
ქალბატონი მართალს ამბობს ყველამ მოუარონ თავის ქვეყანას.კიბატონო დავეხმაროთ ყველას მაგრამ არა ჩვენს ტერიტორიაზე რადგან რომ ჩამოსახლდებიან აქ და გავა წლები და თავზე წამოგაჯდებიან და მოგთხოვენ ტეროტორიებს.ჯერ ავტონომიას მერე გავა დრო და დამოუკიდებლობას მოითხოვენ როცა მომრავლდებიან და გეტყვიან ეს ჩემიაო.რა ამის მაგალითები არ გაქვთ?11 საუკუნის წინ როცა აფხაზეთი ბუნებაში არ არსებობდა და ამ ტერიტორიას ერთქვა ეგრისი და როცა გაჭირვებული აფსუები ჩამოსახლდენ და მომრავდენ და ტერმინმა აფსუამ სახეცვლილება განიცადა და გახდენ აფხაზები და ეს ქართველების ბრალიც არის რადგან თვითინ ქართველები იძახდენ ამ ტერმინს და იცით რატომ?როცა უკვე აფსუები ძალიან მომრავლდენ ეგრისის ტერიტორიაზე აი იქიდან წამოვიდა ეს ტერმინი.კიდევ მეორე პრობლემა სამხრეთ ოსეთის სახით რომელსაც სამაჩაბლო ქვია.ისინიც ასე ჩამოგვისახლდენ და ჩვენ შევიფარეთ როცა მათ უჭირდათ და გავიდა ხანი და ჯერ ავტონომია და მერე დამოუკიდებლობა მოინდომეს.მესამე პრობლემა სამცხე ჯავახეთის სახით სადაც ძალიან ბევრო სომეხი ცხოვრობს და საიდან არიან წამოსულები?ოსმალეთიდან როცა მათ გენოციდი მოუწყვეს თურქებმა და ჩვენ შევიფარეთ და ახლა გვაქვთ პრობლემა მაგრამ ჯერჯერობით ჩუმად არიან.მაგრამ იძახიან ჩვენიაო და აქედან ჩუმად სომხეთიც აქეზებს.მართალია ჯერ არ აფეთქებულა ეს კუთხე მაგრამ იქ დევს ნაღმი.მეოთხე პრობლემა აზერების სახით და იქაც ჩუმი ნაღმი დევს და როცა დასჭირდებათ მაშინ ამოქმედდება და ამას ყოველთვის გამოიყენებს გარე ძალაც ვისაც დასჭირდება ეს და როცა ხედავენ რომ ამდენი ეთნიკური კუთხეები გვაქვთ.ჩვენ იცით რამ დაგვღუპათ?ზედმეტმა ტოლერანტობამ და ქართველი ერი რომ ყოფილიყავით ჭკვიანი ერი ასეთი პატარა ტერიტორია არ გექნებოდათ.ჭკუა რომ გქონოდათ იქნებოდით უკრაინის ხელა ან თურქეთის ხელა სახელმწიფო მინიმუმ როგორც ტერიტორიის ფართობით ისე მოსახლის სიმრავლით.ტოლერანტობა საჭიროა მაგრამ არა იმ დოზით ახლა რომ გაქვთ.
2015, 4 დეკემბერი, 21:43
რაც შეეხება მაგდა ვინმეს დახმარებია თუ არა გეტყვით რომ ძალიან ბევრჯელ.
2015, 4 დეკემბერი, 21:42
მე არავის ვიცავ მაგრამ ფაქტია რომ კითხულობთ. ლალი ბადურაშვილის აგრესიამ კი მეც აღმაშფოთა.
2015, 4 დეკემბერი, 21:41
მე ვერავინ ვერაფერს მაიძულებს. წეღანაც დავწერე და კიდევ ვიმეორებ. რაც შეეხება ტექსტს რომელიც ემიგრანტებს ეხება მხოლოდ იმიტომ არ ამოვიღე რომ წერილის მთლიანობა არ დარღვეულიყო. მეც ვთვლი რომ თვითოეული ემიგრანტი გმირია. გმირი რომელზეც ჩვენი ქვეყანა და მისი ეკონომიკის საკმაოდ დიდი ნაწილი დგას. რაც შეეხება აი რაც შეეხება მსვლელობების ტარებას მე მაინტერესებს სად იყო ის 30000 ადამიანი თავისი მღვდლებიანათ, როცა სამეგრელოს სამალავებიდან ამოღებული გაუპატიურების და ძალადობრივი მამათმავლობის კადრები გავრცელდა. რატომ ესეც არ გააპროტესტეს. ქრისტიანობა აგრესიას არ ქადაგებს, მე მართლმადიდებელი ვარ და მასში სწორედ შემწყნარებლობა მიყვარს.
2015, 4 დეკემბერი, 21:00
18 წელია თვითონ ვარ ეიგრანტი და ერთი დღე არ ვყოფილვარ სამუშაოს გარეშე!
მათხოვარი სწორედ ეგ ქალბატონია,რომელიც ვერ არჩევს გარყვნილობის პროპაგანდას და პატიოსნების დამცველებს!
ერთი-არც ეკლესია და არც ხალხი არ არის განსხვავებული ორიენტაციის წინააღმდეგი. ხალხიც და ეკლესიაც ეწინააღმდეგება მათ პოპულიზმს,მათ სურვილს,რომ ატარონ სახალხოთ ფერადფერადი მსვლელობები და ისედაც უსწავლელ და დაჩაგრულ ახალგაზრდობას ტვინი აურიონ!
მეორე-ის,რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და იმ არსახსენებელმა მიშამ უამრავი თურქი,ჩინელი,ინდოელი,აფრიკელი შემოყარა,დიდ საშიშროებას უქმნის ისედაც შემცირებულ,გასაცოდავებულ ერს და მოსახლეობას!საკუთარი ლტოლვილებიც უამრავი გვყავს მისახედი!
მესამე- მაგ ქალბატონს სხვაზე გულმოწყალე ნუ ჰგონია თავი!ემიგრანტები ხშირად მარტო საკუთარ ოჯახებს კი არ ვეხმარებით,ნათესავებს და მეზობლებსაც ვუდგავართ მხარში გაჭირვებისას.მაგაზე ნაკლებ გულმოწყალესაც რა ვუთხარი მე! :)
უღმერთო ხარ მაგდა შენ!
თვითონ თუ დახმარებიხარ ვინმეს?
თვითონ თუ გაგიღია სიკეთის პატარა მარცვალიც კი?
სამაგიეროთ ენა გაქვს ალესილი და იმდენ სისულელეს აფრქვევ,მართლა სირცხვილია შენი ნაცრისფერი ტვინის უაზრო ნააზრევის გამოქვეყნება!
ერეკლე ცოცანიძევ,მაინც რამ გაიძულათ ეს უბადრუკი წერილი ასე სახალხოთ აგეფრიალებინათ? გეგონათ ყველა დაუკრავდა ტაშს ამ ქალბატონის ნაბოდვარს,ტაშს დაუკრავდა მაია ასათიანს და რუსთავი2-ს,რომელიც ცნობილია თავისი ამბიციურობით და კაცთმოძულეობით?
შეგეშალათ მეგობარო,ძალიან შეგეშალათ!
2015, 4 დეკემბერი, 21:00
ვინაა ეს დაუნი ქალი და რა უნდა, ამას წაკიტხულის შინაარსი ანუ ლალის ნატქვამი ვერ გაუგია და ამხელა ვეფხისტყაოსანს რომ წერს ჰგონია ვინმე წაიკიხტავს ამის აბდაუბდას?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10