x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მთელ მსოფლიოში აყვავდა უდუმბარა - მცენარე, რომელიც 3000 წელიწადში ერთხელ ყვავის
ჩვენი სამყარო ამოუცნობი სასწაულებითაა სავსე, რომლებიც არანაირი მეცნიერული ცოდნის ჩარჩოებში არ თავსდება. სწორედ ასეთი ამოუხსნელი მოვლენაა გასაოცარი მცენარის - უდუმბარას ყვავილობა, რომლიც 3000 წელიწადში ერთხელ ხდება.


image

ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარას ყვავილი 3 000 წელიწადში ერთხელ ყვავილობს. უკანასკნელად ის ბუდას დაბადებამდე აყვავდა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი მის ყვავილობას მთელ მსოფლიოში აკვირდებიან. ლეგენდის თანახმად მისი ყვავილობა ბრძენის, განმანათლებლის დაბადებას მოასწავებს.


image

უდუმბარას პაწაწინა არომატული ყვავილი აქვს, რომელიც უთხელეს, მაგრამ საოცრად გამძლე ღეროზეა მიმაგრებული. ადამიანები, რომლებმაც მისი ყვავილობა აღმოაჩინეს, ამბობენ, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ ჭკნება და თუ მოიხარა, ღეროს ისევ შეუძლია გასწორდეს.


image



უდუმბარა პირველად სამხრეთკორეულ ტაძარში ბუდას მოოქროვილ ქანდაკებაზე მოყვავილე აღმოაჩინეს 1997 წელს. ეს ჩინეთში ზეციურ მოვლენად შეფასდა, რაც საკმაოდ მოულოდნელია ჩინელებისგან, რადგან ჩინეთის კომუნისტური რეჟიმის თანახმად ამ ქვეყანაში ათეიზმია გავრცელებული და ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობას იშვიათად სჯერა ზეციური ლიდერის მოვლინებისა დედამიწაზე.


image


ჩინურ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული სტატიები, რომლებიც ამ საოცარი მცენარის ყვავილობას ეხებოდა, სასწრაფოდ გაქრა ცენზურის ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მანამდე მან მოასწრო ინტერნეტში გავრცელება.


თავად სიტყვას "უდუმბარა" სანსკრიტული წარმოშობა აქვს და ნიშნავს ზეციურ ყვავილს. ბუდისტური ლეგენდის თანახმად, უდუმბარა მოასწავებს ზეციური მეფის დაბადებას, რომელიც მიიღებს ყველა რელიგიის ადამიანს და მათ გულმხურვალედ შესთავაზებს გადარჩენას. ეს ყვავილი ზებუნებრივი ძალების სიმბოლოა.

ბუდისტებმა მისი აყვავება შეაფასეს ახალი ეპოქის ნიშნად.

უდუმბარა უკვე რამდენიმე ადგილას ყვავილობს. ეს ყვავილები ფაქტობრივად ნიადაგის გარეშე ყვავილობენ. მაგალითად, რამოდენიმე უდუმბარა, რომელთა ღეროს სისქე ადამიანის თმის სისქეს არ აღემატება, სრულიად უბრალო, ლითონის მილზე მოყვავილე აღმოაჩინეს.




0
883
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
883
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0