x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
ქართველი ბიჭები სანტას როლისთვის უჩვეულო საცეკვაო ნომრებით იბრძვიან - კასტინგის ვიდეო
image
"საქართველოს ბანკის" სარეკლამო რგოლის, Orange Santa-ს ისტორია 2008 წელს იწყება და ახალი საცეკვაო ნომრის გამოჩენას საზოგადოება ყოველ ახალ წელთან ერთად ელოდება. 2015 წლის სერიაში სანტა და ფიფქია გაუჩინარდნენ და ბევრს ეგონა, რომ 2016 წელს აღნიშნული სარეკლამო რგოლი აღარ გავიდოდა. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც მარტოდ დარჩენილი ფიფქია (რუსკა მაყაშვილი) თავის სანტას დაეძებს.

image
მართალია, ირაკლი ჭირაქაძემ ნარინჯისფერი სანტას როლი საკუთარი ნებით დატოვა, სამაგიეროდ, ბანკის ხელმძღვანელობამ სანტას პერსონაჟისთვის კასტინგი გამოაცხადა. სარეკლამო რგოლის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული როლისთვის ხელფასი 50 000 ლარია და გამარჯვებულს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

image


"საქართველოს ბანკი" თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე რეგულარულად აქვეყნებს კასტინგის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოებს. აქ ბევრი ტიპის მამაკაცს ნახავთ, რომლებიც სანტას როლის შესრულებისთვის "იბრძვიან" და საკუთარ სამსახიობო და საცეკვაო შესაძლებლობების გამომჟღავნებას ცდილობენ. რომელი იქნება მათ შორის Orange Santa 2016 - ამას სულ მალე, საახალწლოდ ვიხილავთ. მანამდე კი გთავაზობთ კასტინგის ვიდეოებს:











0
240
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0