x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
"რა დაგიშავა ამ შტანგისტმა გოგონამ?" - მიმართვა თეა წულუკიანს

image"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ეხმიანება იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელშიც თეა წულუკიანმა ფემინისტობა შტანგისტობისა და ძიუდოისტობისგან გამიჯნა. სლორთქიფანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავისი ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს და წულუკიანს მიმართავს:
„თეა წულუკიანმა, ფემინისტი ვარო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შტანგისტობა ან ძიუდოისტობა მინდოდესო(!!)


თეა, ძვირფასო, ვიცი კლდეზე ცოცვა შენი ჰობია და ალპინიზმში შედეგები კარგი გაქვს.. ხო და მინდა გკითხო, რა დაგიშავა ამ შტანგისტმა გოგონამ, რომელიც ახლა სურათიდან შემოგცქერის შენ, ქვეყნის სამართლიანობის მინისტრს და რომლისთვისაც ზოგადად ყველანაირი "იზმი" მიუღებელია, ხოლო წარმატება თავის სფეროში, ქვეყნისთვისაა მიძღვნილი ... ნუთუ, ფემინისტი ქალბატონი მინისტრი, აქცენტს უნდა აკეთებდე ზღვარზე, რომელიც ქალის პროფესიისა თუ გატაცების არჩევანს შეეხება.. კლედზე ცოცვა მოსულა და შტანგის აწევა არა?! ქალებისთვის, მხოლოდ თანამდებობებისთვის და ქვოტებისთვის მოსულა ბრძოლა და სპორტში, მიუხედავად სახეობისა და წარმატებისა, არა?! ცალკე ძიუდოისტებზე აღარაფერს ვამბობ.. ალბათ, არც გახსოვს ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გოგონების არსებობის შესახებ, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ბევრი ვაჟისთვის სამაგალითონი გახდნენ! გულწრფელად ვწუხვარ!“ - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

0
328
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0