x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"ერთი კვირაა ვფიქრობ, უნდა მოვყვე თუ არა ეს შემზარავი ამბავი" - მსახიობი დათა თავაძე

მსახიობი დათა თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელშიც თბილისის აეროპორტში მის თვალწინ მომხდარ საკმაოდ მძიმე შემთხვევას გვიამბობს:


image

"ერთი კვირაა ვფიქრობ, უნდა მოვყვე თუ არა ეს შემზარავი და ამავდროულად უკიდურესად დელიკატური ამბავი - ვეცდები მაქსიმალურად ცივად მოვყვე რაც მოხდა, რომ არავის გრძნობები არ შევურაცხყო და არც არავის არ შევუქმნა, ჩემი არაკომპეტენტურობით, რაიმე ტიპის პრობლემები, უბრალოდ უპასუხო კითხვები არ მასვენებს და ვისურვებდი ამ კითხვებზე ვინმეს თუ არ ეპასუხა, ეფიქრა მაინც:


24 ნოემბერს მინსკში მივფრინავდით. ჩვენი ჯგუფის ერთი ნაწილი უკვე თვითმფრინავში შევიდა და ადგილებს ეძებდა, როცა ჩვენს წინ მიმავალი კაცი ცუდად გახდა და წაიქცა. არც გამცილებლები აღმოჩნდნენ მზად ასეთი შემთხვევისთვის და მითუმეტეს, არც არავინ მგზავრებიდან.

გამცილებელი გოგონა იქვე კედელთან კანკალებდა შეშინებული და აფთიაქში ისეთი რაღაცეები ეწყო, რაც არაფერში გამოგვადგებოდა ასეთ შემთხვევაში. როცა ექიმს დაუძახეს, მახსოვს ინსტინქტურად საათს დავხედე... არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე, მაგრამ ფაქტია, რომ ექიმს (თბილისის აეროპორტის ზომების გათვალისწინებით) 20 წუთი ველოდით და როცა მოვიდა, ის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ექიმი მოვიდა მარტო. გულის მასაჟის კეთება დაიწყო, თან მიყვიროდა, ადრენალინი მომეციო... მე კი არ ვიცი, სად უდევს ეს ადრენალინი, როგორ გამოიყურება, ან საიდან უნდა ვიცოდე? ... მალევე მიატოვა - აშკარა იყო, არავითარი აზრი აღარ ჰქონდა დახმარებას. შემდეგ ერთი საათი თვითმფრინავიდან არ გვიშვებდნენ, კრიმინალისტებს ველოდებოდით. მოვიდნენ და ფოტოები გადაიღეს.

მერე გავფრინდით...

მაინტერესებს, რატომ დასჭირდა ექიმს ამდენი დრო, რადგან ჩვენი აეროპორტი, მოგეხსენებათ, ძალიან პატარაა? საიდან მოდიოდა ამდენი ხანი? არის თუ არა აეროპორტის შენობაში სამედიცინო პუნქტი, ან რაიმე მსგავსი? მაინტერესებს, რატომ მოვიდა ექიმი მარტო, რატომ არ ჰყავდა ასისტენტი და რატომ მომიწია მე ადრენალინის ძებნა წამლებით გამოტენილ კეისში რამაც, შესაძლოა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი წუთები წაგვართვა? მაინტერესებს, რატომ ვერ შეძლო გამცილებელმა ელემენტარული დახმარების გაწევაც კი და რატომ არ იყო თვითმფრინავში პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი მედიკამენტები? რატომ ველოდით, ამ ყველაფრის შემდეგ, თითქმის ნახევარი საათი საკაცეს და რატომ ვისხედით ერთი საათი გამოკეტილები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში, სადაც მგზავრებს პანიკური შეტევები ჰქონდა და აქა-იქ ისმოდა რეპლიკები, ხომ არ დავრჩეთო? და ბოლოს, ვინ მისცა ამ ხალხს უფლება, ამხელა გულგრილობა გამოეჩინათ მთელი ამ ამბის მიმართ - გამოიეყენებიათ ის ენა, რომელსაც იქ იყენებდნენ და არ გაეთვალისწინათ ის ფაქტი, რომ - მადლობა ღმერთს ასე არ იყო! - იმავე თვითმფრინავში სავსებით შესაძლოა ამ კაცის უახლოესი ადამიანები ყოფილიყვნენ..." - წერს დათა თავაძე.

5
381
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
381
  
2015, 1 დეკემბერი, 10:31
და კიდევ ვამაყობთ ჩვენი ქართველობით ..:(
2015, 1 დეკემბერი, 1:18
რამ გადააჯიშა ეს ხალხი და რამ გაუცივათ ეს გულები ? ქართველები არ ხართ? თქვენით ვამაყობდი საზღვარგარეთ? 3 წელია რაც ჩამოვედი და გული გახეთქვაზე მაქვს. ვინმეს რომ ეთქვა წასვლამდე რომ 14 წლის მერე ჩემი ქართველი ხალხი ესეთი დამხვდებოდა არ დავიჯერებდი. ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ ქალბატონო მაია ვიზიარებ მწუხარებას.
2015, 1 დეკემბერი, 1:04
ქალბატონო მაია ვიზიარებ მწუხარებას.
2015, 30 ნოემბერი, 20:47
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას....:((((( არ ვიცოდი, თუ ამ მოხუცის შვილი ინტერმედიელი იყო... ეჰ, ძალიან გავცივდით ადამიანები, გავეგოიდსტდით, სხვის ჭირს არაფრად ვაგდებთ, გულგრილები ვართ:(((
2015, 30 ნოემბერი, 7:56
24 ნოემბრის დილის 7 საათზე გაისმა ჩემ ტელეფონზე ზარი, არ შემშინებია ამ ზარის ვუნაიდან ველოდი ზარს რომრლიც შემატყობინებდა იმ ადამიანის მშვიდობით ჩასვლის ამბავს ვისზეც ბატონი დათა საუბრობს
და ეს ადამიანი ჩემი მამაა, სამწუხაროდ ამ სატელეფონო ზარით შევიტყვე რომ ჩემი მამა თვითფრინავში ასვლამდე გარდაიცვალაო, და ექიმი რომელიც იმ წუთში მივიდა გარდაცვლილი დახვდაო, ეს ამბავი ჩემთვის შემზარავი იყო, მაგრამ სულ მინდოდა მენახა ვინმე თვითმხილველი ვინც მეტყოდა იმას თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, ჩემმა შვილმა მითხრა დედა მსახიობებმა გაიარე რეგისტრაცია და მე მოვიძიებო, დაკრძალვის შემდეგ შემთხვევით წავაწყდი ამ სტადიას და მადლობა მინდა უთხრა ამ სტადიისთვის ბატონ დათას ვინაიდან დაწერა ეს ამბავი, იმ ადამიანების გასაგონად მინდა დავწერო ვინც ამ რეისით მგზავრობდა, დიდი მადლობა იმათ ვინც ჩემ საცოდავ მამას უთანაგრძნო, ხოლხო იმ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა ვინაც გულგრილობა გამოიჩინა და იყენებდნენ იმ ენას რმელსაც იყენებდნენ, რომ ეს ადამიანი ის ადამიანი იყო, მიუხედავად მისი ასაკისა ( 76 წლის) 50 დღით ადრე გარდაცვალებამდე თავისი დის დაკრძალვაზე რომ ჩამოვიდა, რომელსაც მერე 10 დღეში საყვარელი შილიშვილის ქორწილი ქონდა, ეს იყო უსაყვარლესი უერთგულესი მამა, ბაბუა და უბრალოდ ადამიანი რომელიც ცდილობდა ყველასთვის პატივი ეცა და მოფებოდა, თვენც მინდა იცოდეთ, რომ ეს ისეთი ჭირი და ტკივილია, სამწუხაროდ ადრე თუ გვიან, სახლში თუ გზში ყველას კართან დაიჩოქებს, და მერე ისწავლით როგორ უნდა უთანაგრძნოთ, დაეხმაროთ და პატივი სცეთ სხვის გრძნობებს, ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ ის რომ ჩვენ ყველანი მშობლები ვართ, ყველანი შვილები ვართ და ყველას გვყავს მშობლები, ძალიან ძნელია დაკარგო საყვარელი მამა რომესაც 20 წუთით ადრე მხიარულს და ბედნიერს დაშორდი., რომელსაც ძალიან უყვარდა სიცოცხლე და ყველაფერ აკეთებდა იმისათვის რომ მისი სიცოცხლით ყველასათვის გაელამაზებინა ცხობრება, დიდი ბოდიშით კიდევ იმათ ვინც დააგვიანა მინსკში ცაფრენა და ვისთვისაც 1 საათით ადრე ჩაფრენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი მოხუცის სიცოცხლე.
0 1 5