x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ლამაზი კანი საიდუმლო
ჩვენს კანს მუდმივად სჭირდება მოვლა და რელაქსაცია, თუმცა ვერ ვახერხებთ ხშირად ძვირად ღირებულ პროცედურები ჩავიტაროთ, სწორედ ამიტომ არსებობს სახლის პირობებში ძალიან მარტივად მოსამზადებელი ნიღბები, რომელთა საშუალებით ჩვენ კანს სილამაზესა და ჯანსაღ იერს შევუნარჩუნებთ.

სახლის პორობებში ნიღბების გასაკეთებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ, თაფლი, ყავა, არაჟანი, ხილი და სხვა პროდუქტები.


image

თაფლის ნიღაბი



ცნობილია, რომ თაფლს საოცარი თვისებები აქვს, იგი ხშირად გამოიყენება კანის მოვლის საშლებებში.

ნიღბის მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა თაფლი, იგი უნდა

მოხვდეს სუფთა კანზე, ნიღბის დადება სასურველია აბაზანის მიღების შემდეგ, რადგან

კანის უჯრედებში ადვილად შეაღწიოს, იგი აღადგენს და აჯანსაღებს კანის უჯრედებს.

ნიღბის დასამზადებლად დაგვჭირდება 2 სადილის კოვზი თაფლი და 2 კვერცხი, მიღებული ნარევი დავიტანოთ კანზე და გავიჩეროთ ერთი საათი, შედეგს მაშინვე იგრძნობთ, თქვენი კანი რბილი და გლუვი გახდება.


image

ხილის ნიღაბი


საშუალო ზომის ვაშლი გახეხეთ კანთან ერთად, შეირიეთ ორი ცალი გახეხილი კივი და 1 ცალი ფორთოხლის წვენი, მიიღეთ თბილი აბაზა ან შხაპი და შემდეგ დაიტანეთ

სუფთა კანზე. გაიჩერეთ 5-7 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს ბუნებრივ ფერსა და

ტონს ანიჭებს.

image


ყავის ნიღაბი


ყავის ნიღბები კანს შესანიშნავად წმენდს და აქვს ანტიცელულიტური ეფექტი. შეიძლებაითქვას, რომ ყავაზე ეფექტური კანის მოვლაში არცერთი პროდუქტი არ არის.

ნიღბის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა მოვადუღოთ ყავა, რაც შეიძლება

არომატული და დავლიოთ ნელა, ისე რომ ბოლოში მორჩენილი ნალექი არ მივაყოლოთ ( ეს უბრალო რეკომენდაციაა, ნალექს არამგონია ვინმე აყოლებდეს), ნალექს დავუმატოთ ცოტა წყალი, ცოტა ლურჯი თიხა, ავურიოთ და მიღებული ნაზავი წავისვათ სველ კანზე, მცირედი მასაჟით შევიძილოთ კანში. კოფეინი კანს აღდგენაში

ეხმარება, თიხა კი ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებს. ნიღაბი გავიჩეროთ 5 წუთი

და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.


image

არაჟნის ნიღაბი


ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგვჭირდება 25 გრამი არაჟანი, 2 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი

ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ქატო. ავურიოთ და მიღებული ნაზავი წავისვათ

კანზე და მცირედი მასაჟური მოძრაობებით შევიზილოთ. ეს პროცედურა უნდა

გაგრძლედეს 5-10 წუთი. შემდეგ კანი თბილი წყლით ჩამოვიბანოთ.

ეს ნიღაბი შესანიშნავად კვებავს კანს და ამშვიდებს.

image


4
195
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
195
  
2015, 22 ნოემბერი, 18:47
მადლობთ, ნაჩქარევად დავდე და შეცდომაც მაგიტომ მაქვს სათაურში :)
2015, 22 ნოემბერი, 18:46
დიდი მადლობა :)
2015, 22 ნოემბერი, 18:36
მართლაც სასარგებლოა, ხილის ნიღაბს ხშირად ვიკეთებ, დანარჩენსაც მოვსინჯავ. თუმცა სათაური ჩაასწორეთ. მეგობრებში არ მყავხართ და პირადში ვერ მოგწერდით.
2015, 22 ნოემბერი, 18:23
გავაზიარე, ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა!!!
0 1 4