x
"ალ ჯაზირა" - მალის სასტუმროში შეჭრილი "ბოევიკები" "ანსარ-ად-დინის" ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები არიან

image"ბოევიკების" ჯგუფი, რომლებიც მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" შეიჭრა, "ანსარ-ად-დინის" ექსტრემისტული დაჯგუფების წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "ალ ჯაზირა" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ისინი რადიკალი ისლამისტები არიან და მიისწრაფვიან მალის ტერიტორიაზე შარიათის კანონები დაამკვიდრონ.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები ინგლისურ ენაზე საუბრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ღეუტერს მძევლობიდან გათავისუფლებულ, გვინეელ მომღერალ, სეკუბა დიანატეზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მე მესმოდა, როგორ საუბრობდნენ ისინი ინგლისურ ენაზე", - აცხადებს ყოფილი მძევალი და აღნიშნავს, რომ თავდამსხმელების სახეები არ დაუნახავს, რადგან საუბარი მეზობელი ნომრიდან ესმოდა.
სასტუმრო "რედისონში" სპეცოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. თავდამსხმელები სასტუმროს მერვე სართულზე არიან გამაგრებული. 170 მძევლიდან დაახლოებით 80 გათავისუფლებულია, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით, 3 ადამიანია დაღუპული.

0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0