x
"ისლამურ სახელმწიფოს" დაქვემდებარებული გამოცემა იმ ასაფეთქებლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც რუსულ თვითმფრინავში აიტანეს

imageტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დაქვემდებარებული ერთ-ერთი გამოცემა ასაფეთქებელი მოწყობილობის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დართულია კომენტარი, რომ სწორედ აღნიშნული მოწყობილობა აიტანეს რუსულ თვითმფრინავ "А 321"-ში, რომელიც ეგვიპტეში ჩამოვარდა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
ფოტოზე ჩანს ერთ-ერთი სასმელის რკინის ქილა, რომელზეც ასაფეთქებლის დეტონატორია მიმაგრებული.
"ბოევიკებმა" ასევე გამოაქვეყნეს იმ პასპორტების ფოტოები, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე მყოფ მგზავრებს ეკუთვნოდათ. ამ დროისთვის სპეციალისტები ამ ფოტომასალების ნამდვილობას იკვლევენ.
ჯიჰადისტები აცხადებენ, რომ თავდაპირველად დასავლური თვითმფრინავის აფეთქებას გეგმავდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში სამხედრო კამპანია დაიწყო, გადაიფიქრეს.
31 ოქტომბერს სინაის ნახევარკუნძულზე რუსული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 224 ადამიანი დაიღუპა. რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0