x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული უცნაური ადამიანები, რომლებიც ჩვენს დროში ცხოვრობენ
ერთი შეხედვით, ეს ადამიანები არაფრით არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან, მაგრამ თუ მათ ახლოს გავიცნობთ, დავრწმუნდებით, რომ ისინი ბუნებამ განსაკუთრებული, ზებუნებრივი ნიჭით დააჯილდოვა. მათ შეუძლიათ გააკეთონ ისეთი რამ, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ ხელეწიფება. ისინი ჩვენს გვერდით, ჩვენს დროში ცხოვრობენ და თითოეული მათგანის ცხოვრება გასაოცარ ისტორიასთანაა დაკავშირებული.


ყინულის ადამიანი ვიმ ჰოფი


image


56 წლის ჰოლანდიელ ვიმ ჰოფს აქვს უჩვეულო უნარი გაუძლოს ძალიან დაბალ ტემპერატურას. ის კილიმანჯაროს მთაზე შორტებში ჩაცმული ავიდა, ყინულით სავსე მინის ცილინდში 1 წუთი და 52 წამი გაძლო, ფეხშიშველამ გაირბინა მარათონი პოლარული წრის ირგვლივ. ვიმს ეკუთვნის გინესის 20-ზე მეტი რეკორდი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყინულის ადამიანი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ფენომენს, თუმცა თავად ვიმი თავის ნიჭს საკუთარ თავზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მიიჩნევს.



ადამიანი-ფოტოაპარატი სტივენ უილკშირი


image

ბრიტანელი მხატვარ- არქიტექტორი სტივენ უილკშირი დაჯილდოებულია ფენომენალური ნიჭით, მეხსიერების წყალობით აღადგინოს არქიტექტურული პეიზაჟები მხოლოდ ერთი შეხედვით. სამი წლის ასაკში მას აუტიზმის-სავანტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის უიშვიათესი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს შეუძლია ერთ რომელიმე სფეროში გამოავლინოს არაჩვეულებრივი ნიჭი, ჰქონდეს ფენომენალური მეხსიერება და დროის მკვეთრი შეგრძნება. 2005 წელს სტივენმა იაპონიის დედაქალქ ტოკიოს თავზე ნახევარი საათის განმავლობაში იფრინა ვერტმფრენით, რის შემდეგაც შვიდი დღის განმავლობაში მეხსიერების მიხედვით უზუსტესად დახატა ქალაქის პანორამა თექვსმეტმეტრიან ტილოზე.



გამოთვლების გენია დენიელ ტამეტი


image

4 წლის ასაკში ბიჭუნამ ეპილეფსიის მძიმე შეტევა გადაიტანა. ამ დროს მის ტვინში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ასე გაჩნდა დენიელში ნიჭი იმისა, რომ ურთულესი ფორმულები მშვენიერ პეიზაჟებად გარდაესახა. ტამეტის ცნობიერებაში თითოეულ ციფრს გააჩნია თავისი უნიკალური ფორმა, ფერი და ტექსტურა. როცა დენიელი რომელიმე რთული მათემატიკური ამოცანის ამოხსნას იწყებს, მის წარმოსახვაში ჩნდება ორი მკრთალი გეომეტრიული ფიგურა. მათი კონტურები სულ უფრო და უფრო გამოკვეთილი ხდება და ბოლოსდაბოლოს ჩნდება მესამე ფიგურაც, რომელიც ამოცანის პასუხს წარმოადგენს. გარდა ამისა, დენიელს გასაოცარი ლინგვისტური ნიჭიც გააჩნია. მან იცის 11 ენა: გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ფინური, ესპანური, რუმინული, ლიტვური, ესტონური, ირლანდიური, ისლანდიური და ესპერანტო.



ექსტრასენსი და ილუზიონისტი ური ჰელერი


image

ური ცნობილი გახდა ტელეშოუებში მონაწილეობის მიღების შემდეგ, სადაც მოახდინა ფსიქოკინეზისა და ტელეპატიის არაბუნებრივი შესაძლებლობების დემონსტრირება. პროგრამაში შედიოდა ლითონის საგნების გადაღუნვა, დამალული ნახატების შინაარსის აღწერა; ჰელერი აიძულებდა საათის ისრებს გაჩერებულიყვნენ ან უფრო სწრაფად ემოძრავათ. ექსტრასენსმა არაერთხელ განაცხადა, რომ თავის ფოკუსებს ნებისყოფის სიძლიერის და გონების დაძაბვის მეშვეობით ასრულებდა. ამჯამად ჰელერი განდეგილ ცხოვრებას ეწევა. ის მარტოდმარტო ცხოვრობს მდინარე ტემზის ნაპირას მდებარე პატარა სახლში. მას არ უყვარს სტუმრები და ძალიან განიცდის, რომ მის ნიჭს არასერიოზულად, ეჭვის თვალით უყურებენ.



ადამიანი - დენგამტარი ხოსე რაფაელ მარკეს აიიალა


image

პუერტო-რიკოელი ხოსე რაფაელი ნამდვილი ადამიანი-გამტარია. მას შეუძლია თავის სხეულში გაატაროს უზარმაზარი რაოდენობის ელექტრული დენის ნაკადი. ამ დროს მას არანაირი ზიანი არ ემუქრება. გარდა ამისა, ხოსეს შეუძლია თითის წვერებით ცეცხლი გაჩინოს.





0
1077
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1077
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0