x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
"მე ბერა ივანიშვილის გამიკვირდა", "არ ვაპატიებ არცერთ მათგანს"-ახალი დეტალები ჭაბუა ამირეჯიბის შვილთაშვილის დისკრიმინაციის ფაქტის გარშემო
image
რამდენიმე დღის წინ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა, რუსა ამირეჯიბმა სოციალურ ქსელში 130-ე სკოლაში მომხდარი რასიზმის ფაქტი გვამცნო. როგორც ირკვევა, რუსას ქალიშვილს, თანაკლასელმა კანის ფერის გამო შეურაცხყოფა მიაყენა: "აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო..."

რუსას მტკიცებით, ეს მიმის ჩაგვრის პირველი შემთხვევა არ გახლავთ და გაჩუმებას აღარ აპირებს.

"ქართულის მასწავლებელმა, მაკა დევადრიანმა, მიმი და საბა ქარსელაძე გაკვეთლიდან გაყარა, გარეთ გაარჩეთ მე შეურაცხყოფილი ვარ, რომ გაკეთვილზე ჩხუბობთო, გარეთ გაარჩიეთო, მე გამომიცხადა - ეგ თემა არ მეხება და არ მაინტერესებსო!. ახლა მითხარით, ამას არ ჰქვია დისკრიმინაცია? საბა ქარსელაძე კი მაკუნა ზუბიაშვილისა და დამრიგებლს გვერდით გაჰყვიროდა რასისტი ვარო... ამ წუთას დაკითხვა მიმდინარეობს სკოლაში, სიმართლის მთქმელი ბავშვები ბევრი აღმოჩნდა, ორი წელია მიმის ჩაგრავენ, არ ვაპატიებ არც ერთ მათგანს, არც საბა ქარსელაძეს და არც მასწავლებელბსა და დირექტორს!"-წერს რუსა.image

ეს ყველაფერი როდია, მან გადაწყვიტა რამდენიმე შოუში მიიღოს მონაწილეობა სადაც ყველაფერზე დაწვრილებით ისაუბრებს:


"ვიღაცამ მომწერა, ეს სპექტაკლი პიარისთვის რომ დადგი, არ გრცხვენიაო?

მე არ მჭირდება პიარი და არც მინდა, ეს ერთი, მეორე- პიარი რომ მინდოდეს ეკრანიდან არ ჩამოვიდოდი, მესამე - ვინც თავის შვილს პიარისთვის გამოიყენებს - ის ჩემს თვალში სოციოპათია.არ აგერიოთ ახლა ეს პოსტი თავის მართლებაში, უბრალად აშკარად მოითხოვა სიტუაციამ, რომ რამე მეთქვა.

ახლა კი ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებს მინდა ვუთხრა რამდენიმე სიტყვა:

აბსოლუტურად ყოველი თქვენგანი მირეკავს და შეხვედრასა და მისვლას მთხოვს, თანაც ექსკლუზივს... მართლა არ ვიცი რამდენად გავიჭრა, მე არ შემიძლია ყველა არხზე, ამდენ გადაცემაში მივიდე, ყველა გაზეთსა და ჟურნალს შევხვდე, და ყველგან ერთი და იგივე ვილაპარაკო, რადგან ჩემი პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა, უზარმარ ძალასა და ემოციებს მოითხოვს უკვე ჩემგან. ადამიანი ვარ, რომელსაც მობეზრდა ეს სიყალბე და აუსამართლობა, რაც საქართველოში ხდება და გადაწყვიტა იბრძოლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რობოტი ვარ. ამასთან, ნამდვილად არ მინდა, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია, რაც უშუალოდ ჩემსა და ჩემს შვილთან მიმართებაში ამდენი წლის განამვლობაში პირდაპირ ზემოქმედებასა და წნეხს ახდენდა ჩვენს ფქსიქიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გასართობ თემაად აღიქვას ხალხმა, დაჯდეს ტელევიზორთან და ისეიროს.

მე მინდა, როგორმე ჩემს თავში სიმშვიდეს მივაღწიო, მოვლენებმა სტაბილური სახე მიიღოს და სტაბილურივე პროცესი გამოიწვიოს, ამასთან, რამდენიმე გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, პლუს, მინდა მქონდეს ინფორმაცია ჩატარებულ კვლევებზე, სარჩელზე... სწორედ, ამ ინფორმაციითა და დამშვიდებული ენერგეტიკით აღჭურვილი წავალ ერთ-ორ არხზე, ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება ჩემი მიწვევა....ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან დაკავებული ვარ, მალე მოვიცლი და თუ ისევ აქტუალური იქნება თქვენთვის რასიზმი - დამირეკეთ....ვთხოვ მასმდიას, ნუ მიწყენთ, დრო მომეცით...

პ.ს. თუ რომელიმე შემოსულ წერილს ვერ ვუპასუხე არ მიწყინოთ, ჯერ ვერ ჩავედი ბოლომდე რომ პაუხი გაგცეთ. თქვენ არ იცით, ჩემთვის ყოველი თქვენგანის სიტყვა რამდენს ნიშნავს, ყველა მიყვარხართ ვფიცავ"

რუსა ამირეჯიბი გაკვირვებულია ბერა ივანიშვილის უმოქმედობითაც. "მე ბერა ივანიშვილის გამკვირვებია, ცოტა არ იყოს, მიმის იცნობს, თვითანც უმცირესობას მიეკუთვნებამ ერთი კომენტარი და ლაიქი არ გაუკეთებია, ისე სულ სიმპათიით ვიყავი განწყობილი, პირს რომ დააღებდა, თავმდაბალი და ზრდილი ბიჭი შთაბეჭდილებას სტოვებდა სულ. ჰოდა, რავი, გამიკვირდა და ვთქვი."image

3
3141
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3141
  
2015, 16 ნოემბერი, 23:06
მარტალს ამბობ, ეს ქალი სპეკულირებს ამ ტავის ფერადკანიანი შვილიტ! სირცხვილი მაგას! ჯერ ტავად უნდა ეფიქრა... ტავის სვილი ტავად გაიმეტა და სხვა დაინდობს?! გამეტება არ არის რომ იცოდა სხვა ტვალიტ რომ დაუწყებდნენ ყურებას მაინც! არ მოსწონს და მიბრზანდეს სხვაგან, ტუ სხვაგნა უკეტესი ა ამ მხრივ მალე ნახავს! ამან არ იცის რასიზმი რა არის , და გამოცადოს!
2015, 16 ნოემბერი, 23:03
ვაი ამ ქალის პატრონს, რომ ვერ იყო კი მივხვდი მარა ამაზე რა უნდ ტქვა ახლა? ეს მტლად ვერ ყოფილა, ანუ ბერას გამო ააგორა მგონი ეს ამბები რომ მისგნა ლაიქები და კომენტარები და დაბრო მიეღო? ლოლ, როგორ უშტვენს ! საწყალი მიმი ამის ხელში!
''"მე ბერა ივანიშვილის გამკვირვებია, ცოტა არ იყოს, მიმის იცნობს, თვითანც უმცირესობას მიეკუთვნებამ ერთი კომენტარი და ლაიქი არ გაუკეთებია, ისე სულ სიმპათიით ვიყავი განწყობილი, პირს რომ დააღებდა, თავმდაბალი და ზრდილი ბიჭი შთაბეჭდილებას სტოვებდა სულ. ჰოდა, რავი, გამიკვირდა და ვთქვი."''
2015, 16 ნოემბერი, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3