x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508647
რუსა ამირეჯიბი-"ვიღაცამ მომწერა, ეს სპექტაკლი პიარისთვის რომ დადგი, არ გრცხვენიაო?"
image
მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილი, რუსა ამირეჯიბი130-ე სკოლის პედაგოგებს რასიზმში ადანაშაულებს. კონფლიქტი კი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მის ფერადკანიან გოგონას, მიმის შეურაცხყოფა მიაყენა მისმა თანაკლასელმა ბიჭმა თავისი კანის ფერი გამო:

"აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არაა, ველურებში უნდა იყო..."

ამ ყოველივეს დიდი დაპირისპირება და სკანდალი მოყვა რუსასა და სკოლის პედაგოგებსა და დირექტორს შორის. მიმის დედა სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი აპირებს.

რუსა ამირეჯიბი მორიგ პოსტს აქვეყნებს სოცილური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე, სადაც იგი მიმართავს იმათ, ვისაც გონია, რომ მან ეს ყველაფერი პიარისთვის გააკეთა:


"ვიღაცამ მომწერა, ეს სპექტაკლი პიარისთვის რომ დადგი, არ გრცხვენიაო?
მე არ მჭირდება პიარი და არც მინდა, ეს ერთი, მეორე- პიარი რომ მინდოდეს ეკრანიდან არ ჩამოვიდოდი, მესამე - ვინც თავის შვილს პიარისთვის გამოიყენებს - ის ჩემს თვალში სოციოპათია. არ აგერიოთ ახლა ეს პოსტი თავის მართლებაში, უბრალად აშკარად მოითხოვა სიტუაციამ, რომ რამე მეთქვა.
ახლა კი ტელევიზიებსა და ჟურნალ-გაზეთებს მინდა ვუთხრა რამდენიმე სიტყვა:
აბსოლუტურად ყოველი თქვენგანი მირეკავს და შეხვედრასა და მისვლას მთხოვს, თანაც ექსკლუზივს... მართლა არ ვიცი რამდენად გავიჭრა, მე არ შემიძლია ყველა არხზე, ამდენ გადაცემაში მივიდე, ყველა გაზეთსა და ჟურნალს შევხვდე და ყველგან ერთი და იგივე ვილაპარაკო, რადგან ჩემი პირიდან ამოსული ყოველი სიტყვა, უზარმაზარ ძალასა და ემოციებს მოითხოვს უკვე ჩემგან. ადამიანი ვარ, რომელსაც მობეზრდა ეს სიყალბე და უსამართლობა, რაც საქართველოში ხდება და გადაწყვიტა იბრძოლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რობოტი ვარ. ამასთან, ნამდვილად არ მინდა, რომ რასიზმი და დისკრიმინაცია, რაც უშუალოდ ჩემსა და ჩემს შვილთან მიმართებაში ამდენი წლის განამვლობაში პირდაპირ ზემოქმედებასა და წნეხს ახდენდა ჩვენს ფქსიქიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, გასართობ თემაად აღიქვას ხალხმა, დაჯდეს ტელევიზორთან და ისეიროს.
მე მინდა, როგორმე ჩემს თავში სიმშვიდეს მივაღწიო, მოვლენებმა სტაბილური სახე მიიღოს და სტაბილურივე პროცესი გამოიწვიოს, ამასთან, რამდენიმე გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, პლუს, მინდა მქონდეს ინფორმაცია ჩატარებულ კვლევებზე, სარჩელზე... სწორედ, ამ ინფორმაციითა და დამშვიდებული ენერგეტიკით აღჭურვილი წავალ ერთ-ორ არხზე, ვფიქრობ უფრო საინტერესო იქნება ჩემი მიწვევა... ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან დაკავებული ვარ, მალე მოვიცლი და თუ ისევ აქტუალური იქნება თქვენთვის რასიზმი - დამირეკეთ... ვთხოვ მასმედიას, ნუ მიწყენთ, დრო მომეცით...
პ.ს. თუ რომელიმე შემოსულ წერილს ვერ ვუპასუხე არ მიწყინოთ, ჯერ ვერ ჩავედი ბოლომდე რომ პაუხი გაგცეთ. თქვენ არ იცით, ჩემთვის ყოველი თქვენგანის სიტყვა რამდენს ნიშნავს, ყველა მიყვარხართ ვფიცავ!"
imageimageimageimageimage

2
414
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
414
  
2015, 15 ნოემბერი, 21:00
ჭაბუას შვილიშვილი რუსა ჭაბუა და მისი შვილი მიმი
2015, 15 ნოემბერი, 19:08
ვინ ვინაა ამ სურათებზე ვერ გავიგე ჭაბუას გარდა :)
0 1 2