x
image
პროფესორი
გიორგი ჭყონდიდელის ზოგი უცნობი დეტალი
მეუფე გიორგი ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის „აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა“. გიორგი „ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების“. მეუფე გიორგი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი“.


1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ წმინდა გიორგი ჭყონდიდელს „კრების თვალს“ უწოდებს და კურთხევით იხსენიებს მის მეუფებას: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხეცესისა მარავლმცა არიან წელნი“.


ჭყონდიდელის ხელმძღვანელობითა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაათავისუფლეს ქალაქი რუსთავი, რასაცა უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.


გიორგი ჭყონდიდელი 1118 წელს მეფე დავით აღმაშენებელთან ერთად გაემგზავრა ყივჩაღი მეომრების საქართველოში ჩამოსაყვანად.როდესაც ოსები არ უშვებდნენ მათ საქართველოს ტერიტორიაზე.ჭყონდიდელმა მოლაპარაკება მოახერხა და ყივჩაღებიც ჩამოსახლდნენ საქართველოში და შეერწყნენ ქართველებს.როგორც ჩემთვის ცნობილია გიორგი იქვე გარდაცვლილა.



გიორგი ჭყონდიდელი ასევე მონაწილეობდა მრავალ ომებში და მრავალი ნაჭრილობებიც ჰქონია ანუ ამით იმის თქმა მსურს რომ მხოლოდ საეკლესიო ამბებს არ განაგებდა იგი.ის დავითთან ერთად განაგებდა ქვეყანას.კონსტანტინეს "დავით აღმაშენებელში" არის ასეთი მომენტი, რომ როცა დავითი გამეფდა მისი არავის სჯეროდა მხოლოდ გიორგი ჭყონდიდელს სჯეროდა მისი და ერთადაც შექმნეს ფაქტიურად იმპერია.


დამწუხრებულმა მეფე დავით აღმაშნებელმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი დასავლეთ საქართველოში გადაასვენა და დიდი პატივით დაკრძალა გელათის მონასტერში.

image

1
777
11-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
777
  
0 1 1