ისტორია ვინ იყვნენ სამურაები 2019, 19 იანვარი, 15:09 სამურაი (იაპონურად- 侍 ან 武士)
იაპონურად სიტყვა "სამურაი" სამსახურს ნიშნავს. სამურაები იყვნენ მეომრები, რომლებიც ინდუსტრიამდელ პერიოდში იყვნენ გავრცელებულნი იაპონიაში. სამურაები ძირითადად იყვნენ წვრილი მიწათმფლობელები, აზნაურები, რომელთა მთავარი საქმე ბრძოლა იყო. სამურაების მთავარი იარაღი იყო კატანა (გრძელი და ძალიან ბასრი ხმალი), ისინი ასევე იყენებდნენ პატარა ხანჯალს, ნაგინატას (შუბს) და იუმის (მშვილდ-ისარს).
სამურაები მიყვებოდნენ "ბუშიდოს" ( იაპ:武士道. ბუში- "მეომარი", დო- "გზა", ანუ "მეომრის გზა") . ბუშიდოს ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი იყო "სეპუკუ" (იაპ. 切腹) რაც ნიშნავდა თვითმკვლელობის გზით სამურაის პატივის აღდგენას. *უკანასკნელი სამურაების ბრძოლა 1877 წელს გაიმართა. *იაპონიის იმპერატორმა მეიძიმ სამურაების უფლებები შეამცირა, რაც გამოწვეული იყო პროდასავლური ცვლილებებით, სამურაი შეცვალა შიზოკუმ. საბოლოოდ, იაპონიის მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად 1947 წლის 1-ლი იანვრიდან შიზოკუმაც შეწყვიტა არსებობა. 137 6-ს მოსწონს
|