x
image
სი
წყლის დათბობამ სუფის კუები (იგივე მწვანე კუ) ერთსქესიანები გახადა

imageგადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სუფის კუები (Chelonia mydas) შეიძლება საბოლოოდ განადგურდნენ იმის გამო, რომ ოკეანის წყლის დათბობის შედეგად კუები ერთსქესიანები ხდებიან. შედეგად მამალი კუები თითქმის აღარ რჩებიან, ხოლო ამ იშვიათი ცხოველის გამრავლების ტემპი კი კატასტროფულად კლებულობს.


ასეთ დასკვნამდე მეცნიერები კუების პოპულაციის შესწავლამ მიიყვანა, რომლებიც კალიფორნიის ნაპირებთან სან-დიეგოს უბეში ბინადრობენ. მკლევარებმა გაარკვიეს, რომ რაც უფრო მეტია ტემპერატურა საინკუბაციო პერიოდის დროს, მით მეტია დედალი კუს გაჩენის ალბათობა. ამასთან კუს სქესის გაგება თვალის ერთი შევლებით საკმაოდ ძნელია და მხოლოდ 10-15 წლის გავლის მერე არის შესაძლებელი, როცა ცხოველი სქესობრივად მომწიფდება.


ამის გამო მეცნიერები იძულებულნი გახდნენ ცხოველები დაეჭირათ და მათთვის სისხლი აეღოთ. 69 ცხოველიდან მხოლოდ 15 აღმოჩნდა მამალი. ტემპერატურის შემდგომი ზრდა მამალი კუების არსებობის შემთხვევაშიც კი ძალიან მალე გამოიწვევს სახეობის გადაშენებას. მამალი კუების მცირე რაოდენობა ასევე გენეტიკურ მრავალფეროვნებასაც შეუშლის ხელს.


სუფის (მწვანე) კუები ბინადრობენ ატლანტის და წყნარი ოკეანის თბილ წლებში, ზოგჯერ კი ინდოეთის ოკეანეშიც გვხვდებიან. იგი ყველაზე დიდი ზღვის კუა: მისი ბაკნის სიგრძე მეტრნახევარს აღწევს. ისინი დაახლოებით 200 კილოგრამს იწონიან, მაგრამ გვხვდება 400 კილოგრამიანი ეგზემპლარებიც. იმის გამო, რომ ადამიანები აქტიურად ხოცავდენ ამ სახეობის კუებს ხორცისა და კვერცხებისათვის, მათი პოპულაცია სწრაფად მცირდება და ახლა მათზე ნადირობა აკრძალულია.

2
266
8-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
266
  
2015, 7 ნოემბერი, 23:11
მადლობა:)
2015, 7 ნოემბერი, 21:36
მომეწონა, კარგი სტატიაა :)
0 1 2