x
image
tekoo
მორგან ფრიმენს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

image75 წლის მსახიობი მორგან ფრიმენი კოლეგასთან, მაიკლ კეინისთან ერთად ტელეარხ

"US TV"-ს სტუმრობდა.
ვარსკვლავებს ახალ ფილმზე «ახლა მხედავ» (Now You See me) უნდა ესაუბრათ, მაგრამ მორგანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა. ტელეწამყვანებს კეისი აიტჩისონსა და ბილ უიქსის მაიკლი ახალ ფილმზე ესაუბრებოდა, თუმცა
ვერავინ შეიმჩნია, რომ სკამზე მოკალათებულ მორგანს ტკბილად ეძინა და რაზე საუბრობდნენ ინტერვიუს დროს საერთოდ არ გაუგია.

imageტელეწამყვანები შეკითხვას მხოლოდ მაიკლს უსვამდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში არსებული უხერხულობა დაეფარათ. მათ მორგანის გაღვიძება არც კი უცდიათ. მოგვიანებით ჰოლივუდის ვარსკვლავმა გაიღვიძა, მაგრამ ცუდ ხასიათზე იყო. მას არაფერი უთქვამს.


0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0