x
image
tekoo
ყავის სიყვარული ადამიანის ხასიათზე მეტყველებს

imageყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა. კვლევაზე დაყრდნობით შეძლება ვთქვათ, რომ ვინც შავ ყავას სვამს, უბრალოების მოყვარული ადამიანია. ამასთან, ისინი შეიძლება იყვნენ მოუთმენლები და კონსერვატორები.
თუკი თქვენ ლატეს სვამთ, მოგწონთ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ამასთან, შეიძლება გამოკვეთილი გქონდეთ ხასიათის ნერვული შტრიხები.
უფრო მეტად მომთხოვნები არიან ადამიანები, რომელთაც კაპუჩინო უყვართ. ისინი მიდრეკილნი არიან კონტროლისკენ, არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი და ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
ხსნადი ყავის მოყვარულებს თავისუფალი ქცევა და მნიშვნელოვანი საკითხების გადადება ახასიათებთ.
რაც შეეხება ცივ ტკბილ ყავას — ეს სოციალურად გაბედული და ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედი ადამიანების სასმელია.

0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0