x
image
სი
კალიფორნიაში სიკვდილით დასჯის მომხრეთა კამპანია დაიწყო

imageკალიფორნიაში პროკურორებმა, პოლიციელებმა და დამნაშავეთა მიერ მოკლულთა ოჯახის წევრებმა სიკვდილმისჯილ დამნაშავეთა დასჯის დაჩქარების მიზნით საზოგადოებრივი კამპანია დაიწყეს.საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარასკევს განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯის განაჩენის სისრულეში მოყვანის პროცედურა არაეფექტურია და დამნაშავეები ათობით წელი ზიან სიკვდილმისჯილთა საკნებში.


სისტემის რეფორმის ერთ–ერთ შესაძლებელ ვარიანტად განიხილება სასამართლო პროცესებში ისეთი ადვოკატების სავალდებულო ჩაბმა, რომლებსაც აპელაციის შეტანაში სათანადო გამოცდილება გააჩნიათ.


სან–ბერნარდინოს ოკრუგის პროკურორის მაიკ რამოსის თქმით ეს და სხვა რეფორმები შესაძლებლობას მისცემს დრო სასიკვდილო განაჩენის გამოტანიდან მის აღსრულებამდე 30–დან 10–15 წლამდე შემცირდეს.იმავე დროს კალიფორნიაში ძალას იკრებს სხვა კამპანია – სიკვდილით დასჯის აკრძალვისათვის.


2012 წელს საკითხი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ უკვე გაიტანეს რეფერენდუმზე, მაგრამ შტატის ამომრჩევლებმა ეს წინადადება უარყვეს.

0
39
7-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0