x
სი
ვენესუელას პრეზიდენტის ნათესავებს ნარკოტიკების კონტრაბანდაში დასდეს ბრალი

imageვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ორ ნათესავს აშშ–ში ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო სდებენ ბრალს. ლაპარაკია მადუროს მეუღლის სილია ფლორესის ძმიშვილებზე.30 წლის ფრანკი ფრანსისკო ფლორეს–დე–ფრეიტასი და 29 წლის ეფრაინ ანტონიო კამპო–ფლორესი ჰაიტის დედაქალაქ პორტ–ო–პრენსიში გასულ სამშაბათს დააკავეს. ჰაიტის ხელისუფლებამ ვენესუელელები აშშ–ს გადასცა. იმავე დღეს დაკავებულები ნიუ–იორკში გადაიყვანეს.


როგორც იტყობინებიან, აშშ–ს სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ფლორეს–დე–ფრეიტასი და კამპო–ფლორესი აშშ–ს ნარკოტიკების გავრცელების სამმართველოს ინფორმატორთან ლაპარაკობენ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიტანონ აშშ–ში კოკაინი.ეს ეპიზოდი, როგორც თვლიან, კარაკასსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

1
61
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სი
სი
Mediator image
Mediator image
61
  
2015, 16 ნოემბერი, 16:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1