x
image
სი
Yamaha MWT-9: სპორტული ტრიციკლი

imageYamaha-მ ტოკიოს ავტოსალონზე სამთვლიანი სპორტული მოტოციკლის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, რომლის ძრავის სიმძლავრე 115 ცხენის ძალაა.


ტრიციკლი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მოცულობა 850 კუბური სანტიმეტრია. შემქმნელების აზრით ახალი მოდელი უკვე არსებულ სკუტერ Tricity-სთან ერთად შეიძლება ტრიციკლების მთელი ოჯახის ფუძემდებელი გახდეს.


Yamaha-ს ინჟინრები გვარწმუნებენ, რომ ახალი კონცეპტი, მოსახვევებში უფრო კარგად შედის და უფრო უხიფათოა ვიდრე ჩვეულებრივი მოტოციკლეტი და ექსტრემალურ პირობებში უფრო მდგრადია. Yamaha უკვე რამდენიმე წელის მრავალბორბლიან კონცეპტებს ქმნის, არცერთ მათგანს დიდი პოპულარობა არ მოუხვეჭია, მაგრამ MWT-9-ზე კომპანია დიდ იმედებს ამყარებს.

image

2
77
7-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
77
  
2015, 4 ნოემბერი, 14:10
ხო არც მე არ მიყვარს მაინც და მაინც
2015, 4 ნოემბერი, 10:28
არ მიყვარს ცოცხალ კუბოს ვეძახი
0 1 2