x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რუსებმა ძველი ვოლგა პორშესთან ”შეაჯვარეს”

image”გაზ” რომ მარკის სახელწოდებაა, ”ვოლგა” კი მოდელის, ეს ალბათ ყველამ იცით. პირველი გაზ-ი 1932 წელს გამოშვებული ГАЗ-А გახლდათ. მოდელის სახელწოდება ”ვოლგა” კი მოგვიანებით გამოჩნდა - უფრო ზუსტად, 1956 წელს, როცა შეიქმნა საშუალო კლასის სედანი Волга ГАЗ-21. ეს უკანასკნელი ГАЗ Победа М-20-ის ტექნიკურ ბაზაზე იყო აწყობილი.

Волга ГАЗ-21, ან ”ძველი ვოლგა”, როგორც მას ჩვენთან ხშირად მოიხსენიებენ, საბჭოთა კავშირში უაღრესად პოპულარული და ფაქტობრივად ყველაზე პატივსაცემი ავტომობილი იყო. ეს მანქანა ფაქტობრივად იგივე იყო საბჭოთა კავშირში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რაც დასავლეთ გერმანიაში - ”მერსედესი”.

თუმცა ამ სტატიაში ”ვოლგის” ისტორიის დეტალურად მოყოლას არ ვაპირებთ. ეს უბრალოდ შესავალი იყო, ახლა კი მთავარი: გვინდა გაგაცნოთ რუსული ტიუნერის, Cardi-ს მიერ შექმნილი ვერსია, რომელსაც 450 ცხენის ძალა აქვს. როგორ? საქმე ისაა, რომ Cardi-ს ბიჭებმა გაზ 21, ანუ, ძველი ”ვოლგა” Porsche Cayenne-თან დააქორწინეს. ასე შეიქმნა ”ვოლგისა” და ”პორშეს” ნაჯვარი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ.

imageამ ეგზოტიკური ტიუნინგის ბაზას Porsche Cayenne Turbo-ს 450-ცხენისძალიანი, 4, 5-ლიტრიანი V8 ძრავა წარმოადგენს. ”პორშეს” ძრავა, ამძრავი და შასი ”ვოლგას” შეუსაბამეს, რაც ადვილი არ იყო, მაგრამ არც ძალიან ძნელი, რადგან გაზ 21-ის ზომები ამ ბაზასთან მიახლოვებულია.

ამრიგად, დატიუნინგებული ”ძველი ვოლგა” ”პორშეს” 8-ცილინდრიანი ძრავით 100 კმ/სთ-მდე 6, 7 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 250 კმ/სთ-ს ავითარებს.

imageმხოლოდ და მხოლო ძრავი აქვს გერმანულუ დანარჩენი "ვოლგა" არის.imageამ პროცესს ეს "Porsche Cayenne Turbo" შეეწირა, რადგან სწორედ მისი ტექნიკური ბაზაა გამოყენებულიimage”პორშეს” 8-ცილინდრიანი ძრავა ”ვოლგას” კაპოტის ქვეშ
imageimageimageimageimageimage

0
225
6-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0