x
image
მანჩო 777
"ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკისო!“ – ანუ ფიქრები რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ
შარმ–ელ–შეიხი – სანკტ–პეტერბურგის რეისი N9268, რუსული ავიაკომპანია «Когалымавиа»–ს (2012 წლიდან – "Metrojet" ) მფლობელობაში მყოფი Airbus A321–200 კლასის თვითმფრინავით, 31/10/2015–ში, მოსკოვის დროით დილის 06.51 სთ.–ზე გამოფრინდა ეგვიპტიდან, 07.14 სთ–ზე არ გავიდა ლარნაკასთან (კვიპროსი) კავშირზე, როდესაც მისი ნიშნული გაქრა რადარიდანაც.


image


08.30 სთ–ზე ეგვიპტის პრემიერ–მინისტრმა გამოაცხადა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ელ–არიშიდან 100 კმ–ის დაშორებით, დასახლებულ პუნქტ ელ–ხანსას გვერდით. ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა (217 მგზავრი, რომელთან 17 არასრულწლოვანი გახლდათ და ეკიპაჟის 7 წევრი), ცოცხალი არავინ გადარჩენილა – დედამიწის ზედაპირზე დაცემისას თვითმფრინავი ორად გაიხლიჩა, უკანა ნაწილი მაშინვე დაიწვა, წინა კი ზედაპირში ჩაიმსხვრა.


image
პუტინმა პირველი ნოემბერი რუსეთის ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, თითოეული გარდაცვალებულისთვის 2 მილიონი რუბლ კომპენსაციის დანიშვნით მათი ოჯახის წევრებზე (რაც დაახლოებით 28 ათას ევროს შეადგენს, დღევანდელი კურსით). გარდაცვლილთა უმრავლესობა პეტერბურგელი და ეროვნებით რუსი იყო (ბელარუსიის ხუთი და უკრაინის ერთი მოქალაქის გამოკლებით).



image
ვარიანტი სამია – პილოტის შეცდომა, ტექნიკური დაზიანება ან ტერაქტი - მეოთხე არ არსებობს. ბორტის კაპიტანი და პირველი პილოტი ნემოვი გამოცდილი მფრინავი იყო, 12 000–ზე მეტი გაფრენით ბიოგრაფიაში, ასევე გამოცდილი გახლდათ მისი თანაშემწე, გვარად ტრუხაჩევი – ყოფილი სამხედრო პილოტი (ჩეჩნეთის ომის ვეტერანი). ამას გარდა, ვიცით – მიუხედავად ხშირად მოძველებული და არათანამედროვე ტექნიკისა (თვით ეს თვითმფრინავი 18 წლის ასაკის იყო – ნორმალურის, ანუ) – რუსები როგორ დაფრინავენ – რუსეთის ავიაციის ისტორიაში ეს პირველი ასეთი დიდი კატასტროფაა. როგორც იგივე თვითმფრინავის წინა რეისის შემსრულებელი მფრინავი დიმიტრი ჟიგალკოვიჩი (მან ჩააფრინა ბორტი ეგვიპტეში, სადაც პილოტები შეიცვალნენ) აცხადებს, თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო და ფრენისას არავითარ პრობლემას არ წარმოაჩენდა...


image
ანუ, ვარიანტი მესამე? რუსულ ოფიციალურ და დაპუტინებულ მედიაში ყველანაირად გაურბიან ამ თემას (რაში აწყობთ?– მაშინ ტერორისტთა რუსეთის მიერ დაბომბვაც უნდა გააკრიტიკონ!), იმიზეზებენ რა, რომ აქამდე არსებული ინფორმაციით „ისლამური სახელმწიფო“ არ ფლობს ტექნიკას, რომელსაც ასეთ სიმაღლეზე შეუძლია თვითმფრინავს მიწვდეს (აფრენიდან რაღაც წუთების შემდეგ თვითმფრინავი მკვეთრად დაეშვა 1 500 მეტრამდე და შემდეგ გაქრა რადარიდან), მაგრამ ფაქტია, რომ ISIS–მა, ვებ–გვერდ "Aamaq" –ის საშუალებით, უკვე გააკეთა განცხადება ქსელში:


„ხალიფატის მებრძოლებმა დღეს დილით, სინას რაიონში, ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი, აფრენილი შარმ–ელ–შეიხიდან, რომელზეც 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა და ყველა დაიხოცა, ალაჰი დიდია!“


image


ასევე ფაქტია, რომ ჩრდილოეთი სინა დახურულ ზონადაა გამოცხადებული, სადაც უკვე წელიწადზე მეტია, ეგვიპტის არმია ებრძვის ექსტრემისტულ დაჯგუფებას „ანსარ ბეით ალ მაქდისს“ („იერუსალიმის მომხრეები“), რომელიც მჭიდრო კავშირშია ISIS–სთან და თვითმფრინავის გაქრობის მარშრუტის წინა მონაკვეთში მოთავსებულ მთიან რეგიონში, სახელად ენ–ნახალში აფარებს თავს. დაუმატეთ ამას Lufthansa–ს და Air France–ს მიერ სინას ნახევარკუნძულის ზემოთ ფრენების გაუქმებაც (რასაც, ცოტა ხნის წინ რუსეთის ავიაციაც აჰყვა) და სრულ სურათამდე ბოლო შტრიხი დაგრჩებათ...


image
„ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკისო!“ – ნუთუ?! ..

(ნუ ვიჩქარებთ, ჯიხადისტებს ტრაბახი სჩვევიათ!...)

p.s. მთელი სულითა და გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს. დარწმუნებული ვარ, ყველა ნორმალური ადამიანის გულს შეაძრწუნებდა ეს საშინელი ტრაგედია. სიკვდილს ხომ ეროვნება არა აქვს!







0
373
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0