x
image
მანჩო 777
გოგონა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი პირი აქვს
ავსტრალიელი კინემატოგრაფისტი აბრაჰამ ჟოფე (Abrahem Joffe) - გინესის რეკორდების წიგნის დიდი ფანატია. ერთხელ ის შემთხვევით წააწყდა გოგონას, სახელად ატაიე ელიგიდაგნეს (Ataye Eligidagne) და მაშინვე რეკორდზე დაიწყო ფიქრი.


imageimage
ავტრალიური გადამღები ჯგუფი, რომლის შემადგენელობაში აბრაჰამიც შედიოდა, აღმოსავლეთ აფრიკაში მოგზაურობდა, სადაც დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ . სწორედ ეთიოპიაში მოგზაურობის დროს შეხვდა რეჟისორი ატაიეს. ამ ოცი წლის გოგონას ტუჩები თავისუფლად შეიძლება გახდეს გინესის წიგნის რეკორდსმენი. ოღონდ საკითხავია, ჩავლენ თუ არა გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები ეთიოპიის იმ მიყრუებულ სოფელში, სადაც მომავალი რეკორდსმენი ცხოვრობს.


imageimage
ამ მომენტისათვის ატაიეს ტუჩების დისკის დიამეტრი 19, 5 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო ხოლო თავად ტუჩის გარშემოწერილობა - 59, 5 სანტიმეტრს.

ეთიოპიაში ასეთი მორთულობები ძალიან პოპულარულია და მას ბევრი გოგონა იკეთებს.



imageimage
გიგანტური დისკის სახით წარმოდგენილი ეროვნული მორთულების ტარება ქალმა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. ეს იმ ტომის ტრადიციაა, რომელსაც ატაიე ეკუთვნის და ყველა ქალი ვალდებულია, ატაროს ეს დისკი. ატაიე ამბიბს, რომ როდესაც ექიმებმა მას დისკი ჩაუდგეს, ეს სულაც არ იყო მტკივნეული პროცედურა. ის ძალიან ამაყობს თავისი გარეგნობით და ბედნიერია, რომ მთელ სოფელში ყველაზე დიდი დისკის გაკეთება შეუძლია.


image

4
785
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
785
  
2015, 18 ივლისი, 0:15
ტაილანდელი ქალებია ეგენი...მე მქონდა ამას წინათ სტატია: ყველაზე უცნაური ქალები მსოფლიოში. იქ იყო ჩამონათვალში ეგ გრძელკისრიანები და კიდევ ბევრი სხვა :)
2015, 18 ივლისი, 0:11
აი კიდე რომელი ტომია აღარ მახსოვს რკინის რგოლებს რომ იკეთებენ ყელზე,ვისაც მეტი რგოლი აქვს უფრო ლამაზად ითვლება
2015, 18 ივლისი, 0:10
ზოგიერთ ქვეყანაში სილამაზის უცნაური გაგება აქვთ
2015, 18 ივლისი, 0:09
არადა მშვენიერი ქალი იქნებოდა თანდაყოლილი სილამაზით
0 1 4