x
image
TaFLiKa
რუსული ავიალაინერი, ორასზე მეტი მგზავრით, სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა

imageრუსული ავიალაინერი სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაცია ეგვიპტის პრემიერმინისტრის ოფისში ოფიციალურად დაადასტურეს.


ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, BBC იუწყება, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები უკვე იპოვნეს და სასწრაფო დახმარების დაახლოებით 20 მანქანა შემთხვევის ადგილისკენ მიდის.


ეარბას A-321 შარმ ელ-შეიხიდან აფრინდა და რუსეთში, პეტერბურგისკენ მიფრინავდა. მგზავრთა უმრავლესობას რუსი ტურისტები წარმოადგენდნენ. ლაინერზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.


თვითმფრინავი შარმ ელ-შეიხიდან 06:51 საათზე აფრინდა - მოსკოვის დროით (03:51 GMT) და პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში 12:10 საათზე უნდა დაშვებულიყო.
აფრენიდან 23 წუთში, თვითმფრინავთან კონტაქტი გაწყდა.

0
30
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0