x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
,,ომი 2008 წელს, კრემლის რომელიღაც ნაბიჭ**ს სატელეფონო ზარით დაიწყო,,

imageცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, წარმოშობით ქართველმა ოთარ კუშანაშვილმა, უკრაინულ რადიო “ვესტისთან“ საუბრისას, რუსეთის მიერ ყირიმის მისაკუთრებას ანექსია უწოდა… საქართველო-რუსეთის ომზე კი განაცხადა, რომ “ომი 2008 წელს, კრემლის რომელიღაც ნაბიჭ**ის სატელეფონო ზარით დაიწყო“


“ომი დაიწყო კრემლში და დამთავრდება კრემლში… ომი 2008 წელს, კრემლის რომელიღაც ნაბიჭ**ის სატელეფონო ზარით დაიწყო… მე ვვეჭვობ, რომ ვხდები რა ქვია მაგ ნაბიჭ**რს… 3 ქართული დღე (იგულისხმება 2008 წლის ომი რედ.) “ჩებურაშკა“ მედვედევის მიერ ძალიან ბევრი ადამიანისათვის მიყენებული უკვე გამოუსწორებელი ზიანია… ადამიანები ვეღარ აღადგენენ ურთიერთობებს რა დროსაც არ უნდა დამთავრდეს ომი… ომი რომელიც კრემლმა დაიწყო, დიდხანს არ დამთავრდება… ის სიძულვილი კი, რომელიც ყოფილმა “კაგებეშნიკებმა“ დათესეს ადამიანებს შორის, დიდხანს არ მისცემს მათ საშუალებას, რომ ერთმანეთს ხელი ჩამოართვან“ აცხადებს კუშანაშვილი.


ინტერვიუს ფარგლებში კუშანაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა მას სენტიმენტებისკენ უბიძგა და ის თავს უკვე რუს ჟურნალისტად არ გრძნობს… “უფრო ქართველად ვგრძნობ თავს“ აცხადებს ოთარ კუშანაშვილი.
კუშანაშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა რუსეთში, უკრაინაში დასაქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, თავის პირად ცხოვრებაზე… გთავაზობთ გადაცემის სრულ ვერსიას…

0
619
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
619
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0