x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134597
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
სასამართლომ ანასტასია გონჩაროვას დნმ-ის ჩატარების უფლება მისცა

imageასამართლოს გადაწყვეტილებით ანასტასია გონჩაროვა, რომელიც ამბობს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია, ინარჩუნებს უფლებას გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი წილისთვის. სასამართლომ მას დნმ-ის ანალიზის ჩატარების ნებართვა მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეგრაფი ავრცელებს.

ლონდონში მიმდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებით დნმ-ის ანალიზის მასალები მოსკოვში გაიგზავნა. გონჩაროვას მტკიცებით, ანალიზის პასუხები დაადასტურებს, რომ ის ბენდუქიძის შვილია.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, მას შემდეგ, რაც ერთი კვირით ადრე ციურიხში გულის ოპერაცია გაიკეთა.

მის ქვრივს, ნატალია ზლოტოვას და ანასტასია გონჩაროვას, რომელიც ამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი მამაა, ამის შემდეგ აქვთ დავა ბენდუქიძის დაახლოებით მილიარდიან ქონებაზე.

0
321
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0