x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"არსებობს ისეთი რამ, რაც ცუდ ნიშნებზე უარესია" - ახალგაზრდის წერილი მშობლებს

image
"არსებობს ისეთი რამ, რაც ცუდ ნიშნებზე უარესია" - ახალგაზრდის წერილი მშობლებს...







იყო გამოცდების ბოლო დღე. როდესაც მამამ შვილის ოთახს ჩაუარა დაინახა, რომ ყველაფერი დალაგებული იყო და საწოლიც კი იყო გასწორებული. ჩანდა, თითქოს შვილს ჩაელაგებინა თავისი ნივთები და წასულიყო. მამის ეჭვი გაძლიერდა, როდესაც ცარიელ მაგიდაზე წერილი დაინახა. "მამას" ასე ეწერა წერილს. მშობელმა გახსნა წერილი და კითხვას შეუდგა:


"ძვირფასო მამა,
იძულებული ვარ წერილით გაცნობო, რომ სახლიდან წავედი ჩემს ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად. მე ის ძალიან მიყვარს. მაგრამ მე ვიცოდი, რომ თქვენ არ დათანხმდებოდით ჩვენს ურთიერთობას მისი პირსინგის, სვირინგების, "ბაიკერის" სტილის ჩაცმულობისა და იმის გამო, რომ ის ჩემზე დიდი იყო. მაგრამ საქმე, მარტო გრძნობებში არ არის, ის ორსულადაა.

მას ქვია სარა. ის დარწმუნებულია, რომ ჩვენ ერთად ბედნიერნი ვიქნებით. მას ტყეში "ტრეილერი" და შეშა, რომელიც გვეყოფა მთელი ზამთარი. ჩვენ ვოცნებობთ გვყავდეს
ბევრი ბავშვები. სარამ დამანახა, რომ "მოსაწევი" არც ისე ცუდი არის. ჩვენ გეგმაში გვაქვს მისი მოყვანა და გაყიდვა სხვებისთვის, იმის გამო რომ ჩვენ გვეყოს ფული "კოკაინზე". ამ დროის მანძილზე კი ჩვენ ვილოცებთ იმის გამო, რომ სპიდის წამალი გამოიგონონ. სარა უნდა გადავარჩინოთ - ის იმსახურებს ამას.


არ ინერვიულო, მამა, მე უკვე თხუთმეტი წლის ვარ და შემიძლია ჩემს თავზე ვიზრუნო. ერთხელ ჩვენ მოვალთ სტუმრად და გაგაცნობთ თქვენს შვილიშვილებს.
სიყვარულით, შენი შვილი ჯოშუა.


P.S. მამა მე ეს ყველაფერი მოვიგონე. მე ჯეისონთან ვარ. უბრალოდ მინდოდა შემეხსენებინა შენთვის, რომ არსებობს ისეთი რამ, რაც ცუდ ნიშნებზე უარესია. ( სკოლის ნიშნების ფურცელი სამზარეულოშია ) დამირეკე როცა დაბრუნება შესაძლებელი გახდება. მიყვარხართ."

0
240
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0