x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფოტოები,რომლის უკანაც შოკისმომგვრელი ისტორიები იმალება
1-მიცვალებულის მიერ გადაღებული ფოტო-ვენესუელური გაზეთის " El Mundo Jorge Aguirre"-ის კორესპონდენტი კარაკასის ქუჩებში დემონსტრაციას ფოტოებს უღებდა, როდესაც მოტოციკლისტმა ჩაიქროლა და კორესპონდენტს ესროლა, თუმცა კორესპონდენტმა უკანასკნელად მოასწრო ფოტოაპარატის ღილაკზე თითის დაჭერა.

image





2-გაცოფებული სპილო-ინდოეთის შტატ ასამის ერთ-ერთ სოფელში სპილო მიიზიდა სახლში დამზადებული ლუდის სუნმა, გავეშებულმა ცხოველმა მოკლა სამი ადამიანი და დაჭრა კიდევ 7...რამდენიმე წამში ფოტოგრაფ-მოყვარულს გაგიჟებული სპილო გადათელავს.

image




3-სტივ ირვინის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები-ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტის, გადაცემა "ნიანგებზე მონადირის" წამყვანის და ავტორის სიცოცხლის უკანასკნელი წამები.

image


image


image




4-ეველინ მაკჰეილი-საქმროსთან დაშორების შემდეგ 23 წლის ეველინ მაკჰეილმა შემდეგი შინაარსის წერილი დაწერა:"ის ჩემს გარეშე უფრო უკეთესად იქნება, მე ვერ ვიქნებოდი მისთვის კარგი ცოლი"...გოგონა აძვრა ემპაიერ-სტეიტ ბილდინგის სახურავზე და იქიდან გადმოხტა...გოგონა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კუთვნილ ლიმუზინს დაეცა ზედ...ამ დროს ქუჩაში მიდიოდა სტუდენტი ფოტომოყვარული რობერტ უილსი, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო.

image




5-ბლანშ მონიე-ფრანგი ქალი, რომელიც 24 წლის განმავლობაში იყო მძევალი, ცხოვრობდა ჩაკეტილ ბნელ ოთახში, საკუთარ ექსკრემენტებთან ერთად.პოლიციამ საქმე გახსნა ანონიმური წერილის წყალობით, სადაც ნათქვამი იყო, რომ მადამ მონიეს დამწყვდეული ჰყავდა ქალი, რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა...პოვნის მომენტში ქალი 24 კილოგრამს იწონიდა და 24 წელი არ ჰქონდა ნანახი მზის სხივი...ქალი 1901 წელს გაანთავისუფლეს.

ქვემოთ წარმოგიდგენთ პირველ ფოტოს გადაღებულს ქალის განთავისუფლების პროცესში.

image



6-რეინოლდო დასკა-ფილიპინელმა მრჩეველმა რეინოლდო დასკამ ახალ წელს თავის ოჯახის წევრებს სამახსოვრო ფოტო გადაუღო(ქალიშვილი, ცოლი და სიდედრი)...ერთი წამის შემდეგ კადრში მოხვედრილი შავტანსაცმლიანი მამაკაცი პოლიტიკოსს ესვრის და მოკლავს..როგორც აღმოჩნდა მამაკაცმა შური იძია დასკაზე იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა იგი ციხეში გაუშვა ავტომობილის გატაცების გამო.

image



7-რეჯინა კეი უოლტერსი-14 წლის რეჯინა კეი უოლტერსის ფოტო სერიული მანიაკი მკვლელის გადაღებულია, რომელიც მთელ ამერიკაში 18 ბორბლიანი სატვირთოთი გადაადგილდებოდა და რომლის შიგნითაც მოწყობილი ჰქონდა წამების კამერა.

image8-სელფი-17 წლის სკოლის მოწაფის ქსენია იგნატევას უკანასკნელი სელფი, ხიდზე ამძვრალი გოგონა რამდენიმე წამში წონასწორობას დაკარგავს და ჩაეჭიდება კაბელს, რომელშიდაც რამდენიმე ათასი ვოლტი გადიოდა...

image



9-ტერორისტული აქტი ირლანდიაში- 1998 წლის 15 აგვისტო, მამა-შვილის ფოტო, რამდნიმე წამში მათ უკან მდგარი ავტომობილი აფეთქდება, რომელიც თან წაიღებს 29 ადამიანის სიცოცხლეს, ამასთანავე დაიჭრება კიდევ 220 პიროვნება.

image


10-მე-19 საუკუნის ოჯახური ფოტო-თითქოს ამ ფოტოში არაჩვეულებრივი არაფერია, თუმცა სურათზე აღბეჭდილი ქალი მკვდარია, იგი მშობიარობას გადაჰყვა.მაშინდელ ფოტოატელიებში იყო სპეციალური მოწყობილობა, სადაც მკვდრებს ამაგრებდნენ, აგრეთვე უხელდნენ თვალებს და აწვეთებდნენ სპეციალურ ხსნარს.

image


3
903
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
903
  
2015, 28 ოქტომბერი, 23:06
ძალიან საინტერესოა
2015, 27 ოქტომბერი, 13:00
გაიხარე
2015, 27 ოქტომბერი, 12:49
ესეთი სტატიები ძალიან მომწონს..გავაზიარე
0 1 3