x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საჭირო მომენტში გადაღებული სახალისო ფოტოები
image

ფოტოგრაფია (ფრანგ. photographie, ძვ. ბერძნ. φως / φωτος (ფოს) — სინათლე და ძვ. ბერძნ. γραφω (გრაფის) — სტილუსი, ფუნჯი ან ძვ. ბერძნ. γραφή (გრაფე) — მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის დარგი, რომელიც მოიცავს ფოტოგადაღების ობიექტისაგან გამოფრქვეულ ან არეკლილ ოპტიკურ სიგნალთა მიღებას ფოტოგრაფიული აპარატის შუქმგრძნობიარე ზედაპირზე (შუქმგრძნობიარე შრეზე ან მატრიცაზე).


ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ. არაგომ განაცხადა, რომ ლ. დაგერმა და ჟ. ნიეფსიმ ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით. გამჟღავნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.


თითქმის ლ. დაგერთან ერთდროულად ინგლისელმა მეცნიერმა უ. ტოლბოტმა დაამუშავა შუქმგრძნობიარე ქაღალდზე გამოსახულების მიღების ხერხი, რომელსაც კალოტიპია ეწოდა. დაგეროტიპიისაგან განსხვავებით, ამ ხერხით ღებულობენ არა პოზიტივს, არამედ ნეგატივს, რომლიდანაც შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის პოზიტივის დამზადება. გარდა ამისა გამჟღავნება კალოტიპიაში ემსახურებოდა არა მარტო ფარული გამოსახულების ვიზუალიზაციას, არამედ მის გაძლიერებასაც.





დიდი როლი ითამაშა ფოტოგრაფიის განვითარებაში ინგლისელი მეცნიერის ფ. სკოტ არჩერის მიერ 1851 წელს სველკოლოდიური პროცესების გამოგონებამ. ამ პროცესის სერიოზული ნაკლოვანი მხარეების გამო (დაბალი შუქმგრძნობიარობა, ფოტომასალის სისველის აუცილებლობა და ა. შ.) XIX საუკუნის 60-იან წლებში მრავალგზის სცადეს კოლოდიუმის შეცვლა სხვა ნივთიერებით, კერძოდ ჟელატინით. 1871 წელს ინგლისელმა რ. მედოქსმა დაამუშავა ბრომვერცლის ჟელატინიანი ემულსიის დამზადების პირველი პრაქტიკული ხერხი. შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელდა მშრალი ჟელატინის შრეები, რომლებშიც შედიოდა ვერცხლის ჰალოგენიდების მიკროკრისტალები

სწორედ ასეთ შუქმგრძნობიარე შრეებს უშვებდა მრეწველობა XIX საუკუნის 70-იან წლებში. თავდაპირველად მათ ამზადებდნენ მინის ფუძეშრეზე (ფოტოფირფიტა), შემდგომ კი — ქაღალდისა (ფოტოქაღალდი) და აფსკის (ფოტოფირი) ფუძეშრეზე.


ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურადან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეიალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი.


ფოტოგრაფია შეიძლება დაიყოს ცალკეულ კერძო სახეობებად: მაგალითად განასხვავებენ შავ-თეთრ (უფრო ზუსტად — მონოქრომულ) და ფერად ფოტოგრაფიას;ნეგატივებზე შესრულებული ფერადი გამოსახულება, როგორც წესი სამი (წითელი, ყვითელი, ლურჯი) შუქფილტრის საშუალებით მიიღწეოდა.



XX საუკუნეში ვერცხლის მსოფლიო მარაგების ამოწურვასთან დაკავშირებით ფოტოგრაფიაში მთავარი ამოცანა იყო AgHal შუქმგრძნობიარე შრის შეცვლა უვერცხლო შუქმგრძნობიარე შრით, რაც შემდგომში გადაიჭრა ციფრული ფოტოგრაფიის ნელ-ნელა დაწინაურებითა და განვითარებით.


ახლა კი გთავაზობთ ნიჭიერი ფოტოგრაფების მიერ საჭირო მომენტში გადაღებულ სახალისო ფოტოებს:


image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0