x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უკრაინულ საიტზე წამების კიდევ ერთი ვიდეო აიტვირთა

image


როგორც რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მას მიაწოდეს ინფორმაცია რომ უკრაინულ საიტზე წამების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო აიტვირთა. თუმცა რა ვიდეოზეა საუბარი მას ეს არ დაუკონკრეტებია. აღსანიშნავია რომ საიტი tube.ua რომელზეც აღნიშნული კადრები იტვირთება, საქართველოში ამ წუთებში გათიშულია. შეგახსენებთ, რომ პირველი კადრები რომელშიც დაკავებული მოქალაქის გაუპატიურების სცენებია ასახული, გასულ კვირას გავრცელდა, რასაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაციონალური მოძრაობის ოფისების დარბევის მცდელობა მოჰყვა.

0
3006
2-ს არ მოსწონს
ავტორი:ერეკლე ცოცანიძე
ერეკლე ცოცანიძე
3006
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0