x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508660
ათ წუთში შეცვლილი გადაწყვეტილება - 23 წლის მსახიობი სასამართლო დარბაზში დააკავეს

image ათ წუთში შეცვლილი ვერდიქტი. 23 წლის მსახიობი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დარბაზში დააპიტიმრეს.

ირაკლი რამიშვილი, რომელსაც ბრალი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ედება, ამაოდ ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას მის უდანაშაულობაში.

ბრალდებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ ე.წ. ბიო პოლიციამ ჩაუდო.

არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქალაქო სასამართლომაც რამიშვილს 7 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა ერთ კვირაში გადაწყვეტილება შეიცვალა.

მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი რამდენიმე წუთში შეცვალა და რამიშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.

რამიშვილს ბორკილები სასამართლო დარბაზში დაადეს და საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა კი იმ ფაქტით ახსნა, რომ ბრალდებული უმუშევარია.

0
541
4-ს მოსწონს
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0