x
image
სოფი სოფია
მოდი იყოს 7 (მეორე ნაწილი) სუარესის წიგნიდან "ზღვარს მიღმა"
image

იმ დროს „ლივერპული“ ფერნანდო ტორესის წასვლის გამო ძირეულ ცვლილებებს განიცდიდა. კლუბი ენდი კეროლთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრასფერის თაობაზე. ბევრი მოდიოდა და ბევრიც მიდიოდა. ფერნანდოს გაყიდვას არ მოველოდი.
კარგი ამბავი ის იყო, რომ ფერნანდოს სახლში გადასვლას შევძლებდი. თუმცა მასთან ერთად თამაშის პერსპექტივა სტიმულს მაძლევდა, და ძალიან სამწუხარო იყო, რომ ერთად ვარჯიშიც კი ვერ მოვასწარით. უდიდესი ფეხბურთელი იყო, ახლაც უდიდესია და მან ბევრი რამ გააკეთა „ლივერპულისთვის“.
ფერნანდოს რომ ვესაუბრე, მითხრა, უძლიერეს კლუბში და არაჩვეულებრივ ქალაქში გადადიხარო. დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერი ვიქნებოდი, თუმცა თავად წასვლა გადაწყვიტა. „ენფილდზე“ მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობას გადავხედე და მახსოვს, გავიფიქრე, როგორი რთული იქნება მისი გზის გაგრძელება - მეთქი. გულშემატკივარს უყვარდა. ძალიან გამიჭირდებოდა ხალხის მხრიდან მასთან შედარების თავიდან აცილება.
იღბლიანი აღმოვჩნდი. როგორც კი ფერნანდო გაყიდეს, კიდევ ერთი სარფიანი ტრანსფერი შედგა. ენდი კეროლს პირველად სასტუმროში შევხვდი, ჩემი ხელშეკრულების ხელმოწერას ველოდი. მისთვის არ მითქვამს, მაგრამ გავიფიქრე: „მიხარია, აქ რომ ხარ“ თუ „ლივერპული“ ტორესს გაყიდდა და სანაცვლოდ მე მიყიდდა იტყოდნენ: „სუარესი ტორესის შემცვლელად მოდის“. ენდი ცოცხალი ფარი იყო. ჩემზე ძვირად ფასობდა, და გამოდიოდა, რომ ტორესი მან ჩაანაცვლა.
ლივერპულში ცივი და მოღუშული ამინდი იყო, მაგრამ ჰოლანდიაში ყოფნისას ამას უკვე შეჩვეული ვიყავი. ახლა ყველაზე მეტად ხალხის სითბო მჭირდებოდა.
ფერნანდომ მეზობლებიც გამაცნო და მისი მეგობრები ჩემი მეგობრები გახდნენ. სახლში რომ გადავედი, ქუჩის ბოლოს პეპე რეინა ცხოვრობდა, იქვე იყო არგენტინელი მაქსი როდრიგესის სახლიც.

image

იმ ადრეულ წლებში პეპე დიდ დახმარებას მიწევდა. სულ მეუბნებოდა, რომ შესაფერისი დონე მქონდა იმისთვის, რომ „ლივერპულში“ წარმატებას მიმეღწია. ვმეგობრობდი დირკ კიოიტთან. მოედანზე დირკს მაშინვე გავუგე, რადგან ორივეს ჰოლანდიური სკოლა გვქონდა გავლილი. მას ჩემი მოედნის გარეთაც ესმოდა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა და რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გლენ ჯონსონი იყო. ვიცოდი რომ კარგად თამაშობდა, და „ლივერპულმა“ მასში დიდი თანხა გადაიხადა. მიუხედავად ამისა, მაინც გაოცებული დავრჩი, იმდენად ძლიერი ფეხბურთელი აღმოჩნდა. შესაძლოა სათანადოდ არ აფასებდნენ, რადგან ტიპიური ინგლისელი მცველი არ არის. ტექნიკური თვალსაზრისით იმდენად კარგია, რომ, მიუხედავად მისი მემარჯვენეობისა, რეალურად მარცხენა ფეხით უკეთ ურტყამს.


გლენი ცოტას ესპანურადაც ლაპარაკობს, რაც ძალიან დამეხმარა. განსხვავებულია, ტიპიურ ინგლისელს არ ჰგავს. ესმის ესპანური, ლათინოამერიკელების ხუმრობები, იუმორი და ხასიათი. მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი, სულ მეხმარებოდა და ძალიან გულღია იყო, გამბედავი და პირდაპირი.


"მელვუდის" კედლებზე ფოტოებს ვაკვირდებოდი. ნეტავ, ოდესმე თუ დადგებოდა დრო, როცა აქ ჩემს ფოტოსაც გამოფენდნენ. კენი დალგლიში ბევრ მათგანზე იყო, მაგრამ მაშინ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვან ფიგურას წარნოადგენდა "ლივერპულის" ისტორიაში და რა დატვირთვა ჰქონდა მაისურს, რომელსაც იგი ატარებდა. "აიაქსში" ყოველთვის 16 ნომერი ვიყავი - ეს რიცხვი ჩემი და სოფის ქორწინების თარიღია, მაგრამ "ლივერპულში" რომ გადავედი, ეს ნომერი დაკავებული დამხვდა. პერემ 7, 11 და 15 შემომთავაზა. "მოდი, იყოს 7", ვუთხარი მე. ყველაფერი მარტივად მოხდა, არაფერზე დავფიქრებულვარ.
წარმოდგენაც არ მქონდა, რას ნიშნავდა მაისური 7 ნომრით, მაგრამ რეალობა მალევე აღმოვაჩინე. პერემ მითხრა : "თუ ხვდები, ეს რამდენს ნიშნავს?" მიამბო კევინ კიგანისა და კენი დალგლიშის შესახებ; ევროპული თასებისა და ლიგის ტიტულების, იმ პერიოდის შესახებ, "ლივერპული" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი რომ იყო. სტივ მაკმანამანი, რა თქმა უნდა, მახსოვდა, მაგრამ კიგანი და დალგლიში არა. ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ ნომერს ამხელა დატვირთვა ექნებოდა. მათდამი ყველა უდიდეს პატივისცემას გამოხატავდა.
საბოლოოდ, 7 ნომერი მაისურის არჩევა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. სუსოს წასვლის შემდეგ, შემომთავაზეს, რომ 16 ნომერი ამეღო, მაგრამ 7 დავიტოვე, რადგან ამ რიცხვმა მაიძულა, უფრო ყურადღებით დავკვირვებოდი ფოტოებს და კენის თამაშის ჩანაწერებიც მენახა. ახლა იგი ჩემი მწვრთნელი იყო.
კლუბში რომ მივედი, იქ ასეთი შეგრძნება სუფევდა, რომ კენი კლუბის გადასარჩენად დაბრუნდა. რთული პერიოდი იყო და ჰოჯსონის შემდეგ მან რაღაცეები შეცვალა. მაშინ ევროპული ტიტულებისგან ძალიან შორს ვიყავით, მაგრამ გრძელი დაუმარცხებელი გზა გავიარეთ. ბოლო თამაშში "ასტონ ვილას" თუ მოვუგებდით, "ტოტენჰემი" კი დამარცხდებოდა, ევროპული ლიგის საგზურს მოვიპოვებდით. სამწუხაროდ, "ასტონ ვილამ" 1-0 მოგვიგო, თუმცა შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან "სპურსმა" "ბირმინგემი" 2-1 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.
კენის წარმოდგენები ჩვენს თამაშთან დაკავშრებით დამყარებული იყო მის სათამაშო გამოცდილებაზე, თუმცა ამ მეთოდებმა წარმატება არ მოგვიტანა. მესმოდა, ხალხი რომ ამბობდა, თანამდროვე ფეხბურთის არაფერი გაეგებაო, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს. რეალურად, შესაძლოა, პრაქტიკული გამოცდილება არ ჰქონდა. კენი რეგულარულად არ ესაუბრებოდა მოთამაშეებს, ეს ჩემთვისაც ახალი და ძალიან განსხვავებული იყო. ჰოლანდიიდან, ურუგვაიდან და მოვდიოდი და იქ მწვრთნელებს ჩვენთან მუდმივი კონტრაქტი ჰქონდათ. მხოლოდ იმ შემთხვევაში გელაპარაკობდა, როცა რაღაც არ მოსწონდა ან კონკრეტულ ცვლილებას მოითხოვდა. სანამ რამეს გეტყოდა, დიდხანს და ბევრს ფიქრობდა. გარდა ამისა, ენობრივი ბარიერიც არსებობდა. ვარჯიშის დროს ჩემთვის სათქმელს პეპეს ან ლუკასს ეუბნებოდა, ისინი კი მითარგმნიდნენ. როგორც წესი, წვრთნებს შორიდან ადევნებდა თვალს, თავის პერსონალს გვიტოვებდა.
ჩვენ სტივ კლარკი გვყავდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოსთან ერთად მუშაობდა. უცნაური იყო, რომ ზოგჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვვარჯიშობდით, ვემზადებოდით იმ შემადგენლობით, რომელიც ძირითადში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მატჩის წინ ორი ან სამი ახალი სახელი ჩნდებოდა.
ტაქტიკურ ნაწილში სტივი ძლიერი იყო. იგი დიდ სამუშაოს სწევდა და ვარჯიშებსაც წარმართავდა. მისი მეთოდები საკმაოდ თანამედროვე იყო. ყველაფერს აკეთებდა, რასაც მწვრთნელისგან ვიყავი მიჩვეული. უცნაური იყო, კენი ასე ცოტას რომ საუბრობდა, მაგრამ შესაძლოა მის კარიერაში დადგა პერიოდი, როდესაც იგი ფიქრობდა, რომ წვრთნების ჩატარებით თავი არ უნდა მოეკლა, მით უმეტეს, საკმაოდ ნიჭიერი ასისტენტი ჰყავდა, რომელის მის საქმეს გააკეთებდა.
ისეთი წარმოდგენა შემექმნა, რომ სურდა, ასისტენტებს თანამონაწილეობის განცდა შექმნოდათ. ბევრი მწვრთნელი ასისტენტებს არაფრად აგდებს. მაგრამ კენი მათ ნამდვილად არ განეკუთვნებოდა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა. გუნდს არჩევდა და ჩვენც ისე ვთამაშობდით, როგორც მას სურდა.
ერთი საკითხი იყო მასთან საუბარი, მეორე კი მისი ნათქვამის გაგება. "არსენალთან" გასვლითი თამაში გვქონდა. ძირითად შემადგენლობაში ვიყავი და მატჩის წინა შეხვედრაზე მითხრა : "დღეს შენ, left out". მეც ვუპასუხე : "კარგი, კარგი." ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. ხოსე ენრიკეს, მარცხენა მცველს ვუთხარი : "ჟოზე, დღეს ჩემი დახმარება მოგიწევს". დირკ კიუიტმა ყური მოკრა ჩემს სიტყვებს და მკითხა : "რას გულისხმობ"? "დღეს მარცხნივ ვთამაშობ, ამიტომ შენ, ალბათ, მარჯვნივ იქნები." შემდეგ კი კენიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა და აღმოჩნდა, რომ მე სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი. ჟოზემ და დირკმა შეცბუნებულებმა შემომხედეს. შეხვედრის შემდეგ კი მკითხეს : "შენ რა გითხრა"?
"რა ვიცი, მითხრა, left out. ვიფიქრე, რომ მარცხენა მხარეს უნდა მეთამაშა. არა? ისტერიკა დაემართათ. დირკმა დამიმარცვლა "left out ანუ გუნდში არ ხარ. დღეს არ თამაშობ." შემდეგ ყველაფერს მივხვდი, რატომ გამიხმო კენიმ ცალკე. ალბათ, გააოცა ჩემმა რეაქციამ.

imageამ ფაქტმა შემაწუხა, მაგრამ ვერაფერს მოვიმოქმედებდი. უფროსის აქცენტს თანდათან შევეჩვიე, თუმცა დასაწყისში საკმაოდ რთული იყო. კენი არ ჰგავდა იმ მწვრთნელებს, რომლებიც გუნდის შემადგენლობას გრაფიკული სახით წარმოადგენდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიები ზედგამოჭრილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ენას კარგად არ ფლობენ. დიდ ეკრანზე გამოსახულია გუნდი, ძირითადი შემადგენლობის ქვეშ მოცემულია სათადარიგო მოთამაშენი. მაგრამ კენი გუნდის შემადგენლობას ქაღალდის ფურცლიდან კითხულობდა.
კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გუნდის წევრები დაასახელა. ვფიქრობდი, "ჩემი გვარისთვის ყური არ მომიკრავს, რა დასანანია. თვრამეტ მოთამაშეს შორის ვერ მოვხვდი". იმედი მქონდა, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიქნებოდი და ჩემი დებიუტი შედგებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩამონათვალშიც კი ვერ მოვხვდი. შესაძლოა, ხელშეკრულება იმდენად ახალი გაფორმებული იყო, რომ არ გარისკა. მაგრამ, "ენფილდისკენ" მიმავალ ავტობუსში რეი ჰოუტონმა, მოთამაშეთა მეკავშირე ოფიცერმა, მომილოცა, ამიტომ პეპე რეინას ვკითხე : "მწვრთნელმა სუარესი ახსენა"? პეპემ დამიდასტურა : "კი, სუარესი თქვა, მაგრამ ისე გამოთქვა, როგორც არავის არასდროს წარმოუთქვამს შენი გვარი. სათადარიგოთა სკამზე ზიხარ". ბედნიერი ვიყავი. ოფიციალურად ორი დღის წინ გავაფორმე ტრანსფერი და "ენფილდზე" "ლივერპულის" სახელით ჩემი დებიუტი შედგებოდა. სტადიონზე როგორც სათადარიგო მოთამაშე მოვედი და ახლა უკვე შემადგენლობაში ვიყავი. ვფიქრობ, ნერვიულობამ მაიძულა, რომ მეკარემდე მივსულიყავი და ყოველ ჯერზე, როცა ამ ჩანაწერს ვუყურებ, მგონია, რომ ხაზთან მდგომი ადამიანი ბურთს შეაჩერებს, მაგრამ ასე არასდროს იქცევა. ამჯერად, სტადიონი სავსე იყო და ყველა ტაშს მიკრავდა.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0