x
image
სოფი სოფია
ტიტულებისკენ მიმავალ გზაზე
ყველაფერი 26 წლის წინ ესპანეთის ქალაქ ფუენტეალბილიაში დაიწყო. ამ ქალაქის გარეუბანში დაიბადა მომავალი ფეხბურთის გმირი ანდრეს ინიესტა.

ანდრესმა კარიერა ალბასეტეს ადგილობრივ გუნდში „კასტილია ლა-მანჩაში“ დაიწყო. “ბარსელონას” 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის სკაუტმა ერთ-ერთ ტურნირზე იხილა.

ანდრესის დებიუტი "ბარსელონას" ძირითად გუნდში 2002 წლის 29 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბრუგეს წინააღმდეგ შედგა, როდესაც ვან გაალმა მას ნდობა გამოუცხადა და ძირითად შემადგენლობაში ათამაშა.

2004-2005 წლების სეზონში, ინიესტამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა და ჩემპიონატის 38 მატჩიდან 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მართალია ანდრესი ვარსკვლავ თანაგუნდელთა ჩრდილი მოექცა, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში მისი წვლილი მაინც დიდი იყო.


თავისი უნივერსალურობა კი 2005-06 წლების სეზონში დაამტკიცა, როცა ტრავმირებული ჩავის ნაცვლად მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი გუნდისთვის შეუცვლელ ფიგურად იქცა, მაშინ სწორედ ჩავი იყო ინიესტას მთავარი კონკურენტი ძირითად შემადგენლობაში. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ჩავი გასახდელში შევიდა ინიესტას გადაეხვია და უთხრა: "შენ ნამდვილი უნივერსალური მანქანა ხარ" . თვითონ ინიესტა კი ჩავიზე ამბობს: "ხალხი ხშრად გვეკითხება ხომ არ ვართ ტელეპატიის ნიჭით დაჯილდოვებული, უბრალოდ ჩვენ გავიარეთ ერთი სისტემა, ერთად ვსწავლობდით თამაშს, ამიტომაც ჩვენ ხშირად ვგრძნოთ ერთმანეთს. ჩავი ძალიან დამეხმარა როცა პირველ გუნდში გადმოვედი.


პირველად ახალგაზრდა ტალანტზე 1999 წელს დაიწყეს ლაპარაკი. "ნაიკის" თასის ფინალურ მატჩში, კამპ ნოუზე 15 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კატალონიელებს ანდრეს ინიესტა კაპიტნობს.

ბარსელონას ახალგაზრდულმა გუნდმა, არგენტინული კლუბი სწორედ ანდრეს ინიესტას ზუსტი დარტყმით დაამარცხა. მათ დასაჯილდოვებლად მოედანზე ბარსელონას კაპიტანი ხოსეპ გუარდიოლა გადის. ის უახლოვდება პატარა ანდრეს ინიესტას, გადასცემს თასს და შემდეგ სიტყვებს ეუბნება, "მოვა დრო და მე მოვალ ამ სტადიონზე რათა ვუყურო შენს თამაშს დიდი გუნდის შემადგენლობაში, შენ წინ დიდი მომავალი გაქვს". ანდრეს ინიესტა ორმაგად ბედნიერი იყო, მის წინ იდგა მისი ბავშვობის კუმირი, რომელმაც ის შეაქო და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. პასუხად მან თქვა რომ ჯერჯერობით ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო.

image

2008 წელი. "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ინიშნება წარსულში ამავე კლუბის ფეხბურთელი და კაპიტანი, ხოსეპ გვარდიოლა. ინიესტა ისევ უყურებდა პეპს როგორც კუმირს, თუმცა ის უკვე თვითონ იყო კუმირი.

2008 წლის სეზონში ინიესტა გუნდის მთავარი ფიგურა გახდა. მოედნის ცენტრში მოთამაშე ფეხბურთელი ბურთთან მოპყრობის მანერით და განუმეორებელი დრიბლინგით მთელს მსოფლიოს აოცებდა. მან ჩავისთან ერთად შექმნა “ბარსელონას” ძრავა.

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კატალონიელებს ლონდონის "ჩელსი" ხვდებათ მეტოქედ. პირველი მატჩი "ნოუ კამპზე" ნულოვანი ფრით სრულდება. ლონდონური მატჩის დებიუტშივე კი მასპინძლები გოლს იტანენ. მთელი თამაში მძიმე და ხისტ ბრძოლაში მიმდინარეობს. დგება მატჩის ბოლოსწინა წუთიც. ლონდონელი მცველების შეცდომის შედეგად, ბურთი მისდის კატალონიელთა ლიდერს, ლიონელ მესის რომელიც ბურთს უგორებს ერთადერთ თავისუფალ პარტნიორს, ანდრეს ინიესტას. ანდრესი ბევრს აღარ ფიქრობს და შეუჩერებლად ურტყამს ბურთს მეტოქის კარის მიმართულებით. ბრიტანელი კომენტატორი წამით დუმდება.. ბურთი ბადეშია. ანდრესმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა, ინიესტამ ბარსელონა ფინალში გაიყავნა ის გმირია.image











2010 წელი კი ანდრესისთვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. ამ სეზონში ბარსელონამ მოიპოვა 4 ტიტული, მაგრამ მთავარი გამარჯვება ანდრესმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიპოვა სამხრეთ აფრიკაში. 2010 წლის 11 ივლისი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი თავიდანვე უხეშად იწყება. ჰოლანდიელები აკრძალული ხერხებით ცდილობენ ესპანელთა ტექნიკური ფეხბურთელების შეჩერებას. მატჩის ძირითადი დრო ფრედ სრულდება. დამატებითი დრო 116 წუთი, ანდრეს ინიესტას ერთადერთი გოლით ესპანეთის ნაკრები, პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონი ხდება. "მე დროულად შევამჩნიე ფაბრეგასი გავიხსენი, მივიღე ბურთი დავარტყი და როცა დვაინახე, რომ ბურთი ბადეში იყო ბედნიერებისგან ჭკუა დავკარგე, ღმერთო ჩვენ ჩემპიონები ვართ". ამბობს ინიესტა.

image

მაისურზე კი აწერია ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობრის, დანი ხარკეს სახელი: "დანი ხარკე, შენ ჩვენთან ხარ!"... შენ კი გმირი ხარ ანდრეს!

2
30
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფი სოფია
სოფი სოფია
30
  
2013, 30 აპრილი, 18:20
არსებობს ასეთებიც))
0 1 2