x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ლაშა მესხი- ძალიან მინდა ჩემს სკაიპ კონტაქტებში ოდესმე უცხოპლანეტელებიც იყვნენ
ნიანია აბულაძის ინტერვიუ ბლოგერ ლაშა მესხთან 13 სექტემბერი, 2012 წელი

ლაშა მესხი


როგორ ფიქრობ როგორი პოეტი ხარ?
ძალიან იდიოტური შეკითხვაა. ამ შეკითხვაზე არსებობს 3 ფრიად გავრცელებული აგრეთვე იდიოტური პასუხი: „ეს ხალხმა უნდა შეაფასოს“ „მე გენიოსი ვარ“ „მე ჩვეულებრივი „თავისებური“ ტიპი ვარ“.
სამწუხაროდ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჯერ ჯერობით არ შემიძლია.
შენზე როგორც პოეტზე ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?
კარგად მახსოვს, ჩემი ბაბუის ძმის სოფელში ვიყავი, და ამოვქექე ძველისძველი ლექსების წიგნი ბელადს, სადაც ქართველი პოეტების ლექსები იყო სტალინისადმი მიძღვნილი, აი სწორედ იმ წიგნმა და იქ მდებარე ყველა პოეტმა მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა…
რა ახდენს შენზე ზემოქმედებას, რომ ლექსები წერო?
meteo.gov.ge
როგორი დამოკიდებულება გაქვს შეფასებასთან, კრიტიკასთან?
ჯანსაღი და მწიფე კრიტიკა მომწონს და ვიღებ, უნიჭო და საფუძველს მოკლებული კრიტიკა კი აქაურ იაფფასიან ქათმის სოსოსიან ჰოთ-დოგებს გავს, რომელსაც ჭამ მხოლოდ იმიტო რომ გშია...
ვის მიჩნევ თანამოაზრეებად შენ სფეროში?
ყველას ვინც მიყვარს!
შენ ამასთანავე ბლოგერიც ხარ, მოგწონს ქართული ბლოგები, არ გიფიქრია რომ ბევრი სტანდარტულად ერთმანეთს გავს?
ბევრ ქართულ ბლოგებს არ ვიცნობ, მხოლოდ რამოდენიმეს, საინტერესოა თვითონ ბლოგინგის კულტურა. მიხარია რომ ისინი არსებობენ.
ჩემი ბლოგზე რას იტყვი, მოგწონს, რას მირჩევდი?
ფასიანი რეკლამები განათავსე მაყუთს იშოვნი და მერე აღარ იყუყუნებ.
თანამედროვე ქართულ პოეზიაზე რას გვეტყვი მოგწონს კი საერთოდ?
მომწონს სასაფლაოებზე თვით საფლავის ქვაზე წერის სოც არტი, ესაა ეროვნულ ფესვებზე ამოხეთქილი ფარული ნიჭი, დასაფასებელი და ყურადსაღებია აგრეთვე ლექსები ავტობუსებში, SMS ლექსები, ლექსები სუფრებზე, იუთუბ ლექსები და აშ და აშ. ესაა თანამედროვე ქართული პოეზია, რომელიც საზოგადოებაშია ღრმად ჩამალული და არ ჩანს…
შენზე რომელმა მწერალმა და წიგნებმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
კარგად მახსოვს პატარა ვიყავი, ეწ. პიონერთა სასახლეში რაღაც ღონისძიება იყო როგორც ყოველთვის, უფრო სწორად იუბილე. და ჩვენ პატარა შარვალკოსტუმიანი ბიჭები სცენაზე მოწყობილ პრეზიდიუმში ვისხედით დაახლოებით 2 საათი. ველოდებოდით ჯერ ჩვენი გამოსვლის რიგს, შემდეგ იუბილის დამთავრებას. ძალიან მშიოდა, ძალიან მეფსმებოდა, და ძალიან მციოდა ფეხებზე. სწორედ მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მწერალ ხუტა ბერულავას ბოლო სიტყვამ, რაღაც ემოციური შოკი მივიღე, როცა გამოაცხადეს და ბოლოს სიტყვას გადავცემთ იუბილარს… ანუ ყველაფერი დამთავრდა? ! YES!!! 
ამჟამად რას კითხულობ?
ამჟამად ვკითხულობ ჩემი ფეისბუქ მეგობრების სტატუსებს
დაგვისახელე შენი საყვარელი არანაკლებ 5 ავტორი და წიგნი?
1.ნოდარ დუბაძე-მე ბებია ილიკო და ილარიონი (ჩემი საზაფხულო რელიქვია)
2.აბო თბილელის წამება
3.შუშანიკის წამება
4.„სანტავიკის ინსტრუქცია“
5.იასუნარი კავაბატა-ათასფრთიანი წერო“
6.სერგეი დოვლატოვი-ჩემოდანი
რა მუსიკას უსმენ? ან რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
Rap-ს
5 ალბომი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?
IPOD-ში მიყრია სხვადასხვა ტრეკები
რამდენად სწრაფად ეგუები და ითვისებ სიახლებს, გიჭირს შეგუება?
სიახლე ძალიან მიყვარს!
ვეგუები? თუ რთული სიახლეა მამენტ, როგორც ფეხსაცმელი, რომელიც დროთა განმავლობაში „გაიწევს“, ასეთ სიახლესთან შეგუება მიჭირს წვიმებამდე.
ინტერნეტის შესაძლებლობებზე რას ფიქრობ, თვით რიალიზებისთვის იყენებ?
შესანიშნავი საშუალებაა. ვფიქრობ ინტერნეტი რამოდენიმე საუკუნით ადრე, რომ შექმნილიყო, დღეს 2 ჯერ მეტი გენიოსი ეყოლებოდა ისტორიას.
გასართობად რას აკეთებ, როგორ ერთობი? ალკოჰოლი? ნარკოტიკები? ღამის კლუბები?
ცელკა ვარ შეიძლება ითქვას. არ ვსვამ არ ვეწევი და არ ვიკეთებ.
ძირითადად დღის კლუბებში დავდივარ.
სამომავლო გეგმებზე რას იტყვი, როგორ გგონია როგორ განვითარდები?
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით უკვე დავასრულე განვითარება.
შეგიძლია მითხრა, რაზეც ყველაზე მეტად ოცნებობ?
ძალიან მინდა ჩემს სკაიპ კონტაქტებში ოდესმე უცხოპლანეტელებიც იყვნენ.


წყარო- რადიკალის ბლოგი 2012 წელი.

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონი დეციმეტროვი
ჯონი დეციმეტროვი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0