საქართველო სოფლის მეურნების სამინისტროსში ევროკავშირის პროგრამის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა 2015, 13 ოქტომბერი, 14:45 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის პროგრამის “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ (ENPARD) საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მეშვიდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD II-ის პროექტის განხორციელების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის პროცესი და 2016 წლის ბიუჯეტთან სამინისტროს პროექტების შესაბამისობის საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს ექსტენციის განვითარებისა და ინსტიტუციური მოწყობის, ასევე სურსათის უვნებლობის საკითხებზე; 37 1-ს მოსწონს
|