x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ცნობადობა მარტივად, ანუ ვის "რა დაუჯდა" პოპულარობა ქართულად

image
პოპულარობა ბევრისთვის სანატრელი ხილია. თავდაუზოგავი შრომა, სკანდალები, რომანები, გათხოვება, გამოთხოვება, ჩაცმა, გახდა და კიდევ რას არ სჩადიან თავის დასამკვიდრებლად.image

შორენა ბეგაშვილი პოპულარული ქართველი მსახიობი, ფოტომოდელი და ტელეწამყვანია. ჟურნალ "ფლეი ბოისთვის" გაიხადა და პირველი პოპულარობაც მოიპოვა, რასაც გადაცემა "ღამე შორენასთან" მოჰყვა. სკანდალებს პირად ცხოვრებაშიც არდაუყოვნებია, ქმართან განშორება და სკანდალური რომანი დავით ბაგრატიონთან. შორენას მტკიცებით პოპულარობის მოპოვება მარტივია, შენარჩუნება კი ბევრ შრომას მოითხოვს.
image
"თაგვმა თხარა, თხარაო, კატა გამოთხარაო"
სკანდალურმა და ამავე დროს ინტიმურმაგანცხადებამ უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა თინა მახარაძეს. ბევრი აგრესია და ცოტა კომპლიმენტი. ამტკიცებს, რომ არ სიამოვნებს ხალხის მომეტებული ყურადღება, მაგრამ მომხდარით კმაყოფილია, სხვას შემდგომში ნაკლები ქვა მოხვდებაო.

image
მერსი სულხანიშვილს პოპულარობა გადაცემა "პროფილში" მოშიშვლებულმა მკერდმა მოუტანა. მას შემდეგ ცდილობს რამდენიმე წამში მიღწეული ცნობადობა არ დაკარგოს და სადაც მომენტი ჩაუვარდება სხეულს სიამოვნებით იშიშვლებს. ბოლო დროს მისი პოპულარობის ვარსკვლავი მინელდა.image

გვანცა ბაგრატიონს საქვეყნო ცნობადობა ბერა ივანიშვილზე გარეპილმა რამდენიმე ფრაზამ მოუტანა. მას შემდეგ თამამი კლიპებითა და ფოტოებითაც გვანებივრებს. გვანცა პირველი ქართველი "ბარბიცაა". გოგონა ხშირადაც ცრუობს, ერთ დროს იმასაც ამტკიცებდა, რომ ბერასთან რომანი ჰქონდა.image

ლიზა ყენია პოპულარული ქართველი მომღერალია. გოგონა მაია ჯაბუას ქალიშვილია, რაც თავისთავად ხელს უწყობს მეტად ცნობადი იყოს. პოპულარობა ლიზამ არა მხოლოდ სიმღერით, თამამი ფოტოებითა და სტატუსებით მოიპოვა. თვითონ თვლის, რომ სკანდალურს არაფერს აკეთებს და ხალხის ასეთი რეაქციაც აკვირვებს.image

ერთ დრიოს ბესო, დღეს უკვე კესოა... კესარია აბრამიძე ის ერთადერთია, რომელიც ქართული საზოგადოების თვალწინ გარდაისახა. მუდმივი ლანძღვა-გინებისა და ცოტაოდენი კომპლიმენტების ობიექტს უკვე რჩეულიც ჰყავს და მეტიც, დედობაც აქვს გადაწყვეტილი.imageამტკიცებს, რომ პოპულარობა მისი მიზანი არ ყოფილა, თუმცა ეკა ყუშიტაშვილის უსიამოვნო ინციდენტმა პატრულთან გოგონა ყველაზე პოპულარულ ქართველ ქალბატონად აქცია. ის წარმოშობით თელავიდანაა, ამჟამად საბურთალოზე ცხოვრობს და თმებისა და ფრჩხილების დაგრძელებით ირჩენს თავს. ეკას ერთი ქალიშვილი, პატარა ცისიკო ჰყავს.

0
909
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
909
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0