x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ბრძნული გამონათქვამები ცხოვრებაზე

imageგთავაზობთ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ...
1.როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ, შეწყვიტე კამათი, რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი.(გოეთე)
2.სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით თუ რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა.

3.ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის როცა დანარჩენი სამყარო გადის.(უოლტერ უინჩელი)

4.ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როცა წამოდგომაში ეხმარება მას.(გარსია მარკესი)

5.შეეცადეთ ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.(კონფუცი)

6.ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ აჯობო.(ერნესტ ჰემინგვეი)

7.მამაცობაზე უფრო ხშირად ლაპარაკობენ ლაჩრები, ხოლო კეთილშობილებაზე გაიძვერები. (ტოლსტოი)

8.შურიანი მოწყენილია მაშინ, თუ მას უბედურება ეწვევა ან თუ სხვას გაუმართლებს.(ბიონი)

9.რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის ამას უწოდებენ სიყვარულს.

10.ძაღლისთვის მიგდებული ძვალი არ არის მოწყალება.მოწყალებაა, როცა ძაღლს გაუყოფ ძვალს, როცა ძაღლივით მშიერი ხარ. (ჯეკ ლონდონი)

11.წარუმატებლობის ბოლო საფეხური, წარმატების პირველი საფეხურია.

12.დაცემას მიეჩვიე, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე, რომ მიხვდე სიცილი რამხელა ბედნიერებაა.

13.ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა იცხოვროს...და არა იარსებოს.(ჯეკ ლონდონი)

14.თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ.

15.მეგობარი არის ის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.

2
24443
2-ს მოსწონს
ავტორი:ირკა
ირკა
24443
  
2017, 10 ნოემბერი, 0:26
ესეც საინტერესოა "ადამიანის ღირსება წვერებზე,რომ იყოს დამოკიდებული, თხები დეკანოზები იქნებოდნენ"
0 1 2