x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრძნული ფრაზები ცხოვრებაზე და სიყვარულზე

ფრაზების მცირე ნაკრები ცხოვრებაზე და სიყვარულზე... იქნებ, ვინმემ საკუთარი აზრი იპოვოს ამ სიტყვებში და რაღაც უფრო გასაგები გახდეს მისთვის. ყოველ შემთხვევაში, ყველას საკუთარი შთაბეჭდილება ექნება... წაიკითხეთ და კომენტარებში დაამატეთ (თუ სურვილი გექნებათ) სხვა ბრძნული გამონათქვამები და ეს სტატია უფრო სრულყოფილი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ან ცოტათი დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და “ხელის წაკვრა" სჭირდება...


ჯერ ცხოვრებაზე:


image

image

საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში - არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ.

ფაქტი - ყველაზე ჯიუტი რამ არის ამ ქვეყანაზე.

ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს.

არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ცხოვრება – ეს სიკვდილის ანტონიმია, ხოლო სიკვდილი – სიცოცხლის უარყოფა.

ცხოვრება ძალიან მავნე რამ არის. მისგან ყველა იღუპება.

ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივას სიცოცხლეს.

სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალს ხუჭავს.

როდესაც არაფერი აქვთ დასაკარგი, პრინციპებს კარგავენ.
ყველაფერს რაც ხდება, მიზეზი აქვს.

ვიდრე ადამიანი არ ნებდება, ის საკუთარ ბედზე ძლიერია.

ყველაფერი, რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს.

სულელების ქვეყანაში, ყოველ სისულელეს ოქროს ფასი აქვს.
თუ იდიოტს ეკამათები, სავარაუდოდ, ისიც იგივეს აკეთებს.

ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს.

რაც უფრო უკეთესია ადამიანის აწმყო, მით ნაკლებს ფიქრობს ის წარსულზე.
არა ღირს წარსულში დაბრუნება, ის მაინც არ იქნება ისეთი, როგორიც გახსოვს.

მეგობარი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა, – დაკარგული მეგობარია.

გულწრფელ მწუხარებას ის განიცდის, ვინც ყველასგან მალულად ტირის.

ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულ საქციელს ჩადის, ჯილდოდ, თავის მიერ გაცემულზე ნაკლებს, არასოდეს იღებს.

ბევრად უფრო ადვილია ახალის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება.

სერიოზულ ადამიანს არა აქვს ბევრი იდეა. ადამიანს რომელსაც ბევრი იდეები აქვს, არასოდეს არის სერიოზული.

გულისთვის სურვილის აკრძალვა, დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია.
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე, ყოველთვის და ყველაფერში, საკუთარ თავს კი არა, სხვას ადანაშაულებს, თავისებურად უბედურია.

თქვით ყოველთვის სიმართლე და ორიგინალური იქნებით.
მიტევება – ძლიერთა ხვედრია. სუსტები არასოდეს პატიობენ.
ყველაზე დიდი დანაშაული – საკუთარი დანაშაულის გაუცნობიერებლობაა.
საკუთარი შეცდომის აღიარება, დიდი ვაჟკაცობაა.
ორ მოჩხუბარს შორის, დამნაშევე ის არის, ვინც ჭკვიანია.
ნუ იქნებით გულგრილი, რადგან გულგრილობა მომაკვდინებელია ადამიანის სულისთვის.

ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ.
უბედურებაზე კარგი მასწავლებელი ამ ქვეყანაზე არ არსებობს.
ცხოვრებაში საკუთარ გამოცდილებაზე უკეთესი არაფერია.
ადამიანის შეფასება იმის მიხედვით შეიძლება, თუ რაზე იცინის ის.
თავისუფალი ის არის, ვინც არასოდეს იტყუება.
ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, ის უბედურია, ხოლო ის, ვინც საკუთარი თავით მეტისმეტად კმაყოფილია – სულელი არის.

ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე.
მხოლოდ ის იტყუება, ვისაც ეშინია.
ცხოვრება მხოლოდ მოსაწყენი ადამიანებისთვის არის მოსაწყენი.

ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ.

გაუგებრობა მეგობრებს მტრებად აქცევს.
ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც ყველაზე კარგი აზრის არის.
ყოველ ახალ საფეხურზე შეცდომას აჰყავხართ და არა წარმატებას!
თუ რამეს ვერ ასწრებთ, ე. ი. არც უნდა მოასწროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი დრო, სულ სხვა რამეზე უნდა დახარჯოთ.

მარტოობა არის ადგილი, სადაც სასიამოვნოა ყოფნა, მაგრამ უსიამოვნოა დარჩენა.
ბედნიერება ცხოვრებაში – გამუდმებით წინ სწრაფვაა.
ცხოვრება მშვენიერია, მისი ნაკლის მიუხედავად.
ვინც ცხოვრებას არ აფასებს, ის მას არ იმსახურებს.
ადამიანის ძირითადი დანიშნულება – ცხოვრება არის და არა არსებობა.
imageდა ურთიერთობებზე:

image

imageimageმე შენ მიყვარხარ არა იმისთვის, ვინც შენ ხარ, არამედ იმისთვის, ვინც მე ვარ, როდესაც შენთან ვარ.

ბედნიერება ის არის – როდესაც გიყვარს და შენც უყვარხარ.

თუ ვინმეს უყვარხარ არა ისე, როგორც ისურვებდი, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი გულით არ უყვარხარ.

ერთი წუთი არის საჭირო ვიღაცის შესამჩნევად, საათი – მოსაწონებლად, 1 დღე – შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება – დასავიწყებლად.
შესაძლებელია ამ ცხოვრებაში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის, შენ მთელი სამყარო ხარ.

imageimage

image

ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთან ურთიერთობის სწრაფვა არა აქვს.

არ დაქორწინდეთ იმ ადამიანზე, რომელთანაც ცხოვრებას შეძლებთ. თქვენი ბედი მხოლოდ მას დაუკავშირეთ, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შეძლებთ.

image


image

0
18507
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
18507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0