x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ბესელიას "ნამეცადინები" ინგლისური და ისევ გაოცებული ევროპა

image"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წევრის, ეკა ბესელიას ინგლისურენოვანი გამოსვლა ევროსაბჭოში.


"პირველი ჯანდაბას, მაგრამ აი შარშანდელის მერე კიდევ თუ მივიდოდა არ მეგონა...
ქალბატონი ფიფოლას გუშინდელი სიტყვა.
აოცებენ და აოცებენ ევროპას, ამდენიც აღარ შეიძლება", - წერს კობა სუბელიანი.

ვიდეოს კომენტარებში სუბელიანის მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები წერენ, რომ ბესელიას "აშკარად უმეცადინია" და მისი წლევანდელი გამოსვლა შარშანდელზე უკეთესია.






შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეაზე ერთი წლის წინ განსაკუთრებული ქილიკის მიზეზი გახდა. "ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი ან ახალაია" - ინგლისურად მიმართა დეპუტატმა ასამბლეას. თუმცა საქართველოში რეზონანსი არა ბესელიას ნათქვამის შინაარსს, არამედ მისი ინგლისურის გამოთქმას მოჰყვა.

ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თითქმის სამი წუთის განმავლობაში ინგლისურად საუბრობდა, მან საკუთარ Youtube-ის არხზე გამოაქვეყნა. ვიდეო იმდენად პოპულარული გახდა, რომ რამდენიმე საათში 28 ათასამდე ნახვა დააგროვა.

1
409
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
409
  
2015, 2 ოქტომბერი, 1:06
ფიფოლ დო ნოთ ნიდ ფლიზ :D
0 1 1