x
მეტი
  • 17.12.2018
  • სტატია:83821
  • ვიდეო:334552
  • სურათი:441946
ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნამუშევარი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება

image23 წლის ახლაგაზრდა ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი "მედუზა" გამოიფინება მსოფლიოში სახელგანთქმულ Sotheby’s, აუქციონზე ნიუ-იორკში ოქტომბრის ბოლოს.


ლევან სონღულაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია.2014 წელს ის ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.ქართველმა მხატვარმა 30, 000 დოლარიანი საგრანტო ჯილდოც მოიპოვა.

იგი ამავე სასწავლებელში არჩეული იქნა სპეციალურ სტიპენდიანტად, რომელსაც 7000$ გადასცეს.მთელი წლის განმავლობაში ლევანი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებში და გამოფენებში.

2014 წლის ბოლოს მან აიღო მთავარი პრიზი 10 000$ კონკურსზე «Portrait Scholarship Award 2015». -რომელშიც ამერიკელი, ევროპელი და აზიელი მხატვრები მონაწილეობდნენ.

ლევანი გახლავთ პირველი ქართველი მხატვარი, რომელმაც ეს საპატიო პრიზი დაიმსახურა.

image

ლევანის ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს ცნობილი ადამიანების კერძო კოლექციებში.ყოველწლიურ ექსპოზიციაზე «Deck The Wall» ლევანის ნამუშევრებს დიდი წარმატება ხვდა წილად.


2015 წლის გაზაფხულზე ათასობით შემოსული განცხადებიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა ჯეფ კუნსმა ლევანი შეარჩია და შესთავაზა სამუშაო თავის კომპანიაში მანჰეტენზე.

image

წარმატებული გამოდგა ლევან სონღულაშვილისთვის «Tribeca Ball 2015»-იც, რომელშიც ცნობილი ხელოვნების აუქციონების კომპანიები, რედაქტორები ისეთი გამოცემების, როგორებიცაა «New York Times», «Art in America», «Wall Street Journal» და «New Yorker»-ი, აგრეთვე ხელოვნებათმცოდნეები, კრიტიკოსები და ჰოლივუდის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.


ლევანის სტუდია დაათვალიერა მსახიობმა ბრუკ შილდსმა და სურვილი გამოთქვა შეეძინა მისი ერთ-ერთი ნამუშევარი.

image

ლევანით დაინტერესდა აგრეთვე გერმანია.ახალგაზრდა მხატვარი მიუნხენში მიიწვიეს.იგი ორი თვის განმავლობაში თეატრ "Obaga"-ში მუშაობდა.ლევანმა გააფორმა სპექტაკლი "იოსები და მისი ძმები".


რაც შეეხება მომავლის გეგმებს: ამერიკელმა მუსიკოსმა შენონ მარტინმა მხატვარს შესთავაზა მისი ნამუშევრების გამოფენა ჯაზის სამშობლოში-ნიუ-ორლეანში.


აგრეთვე უახლოეს მომავალში ნიუ-იორკის საგამოფენო დარბაზ "ჩელსიში" გაიმართება ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა.

image

1
335
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
335
  
2015, 30 სექტემბერი, 11:49
წარმატებები, წინსვლა და უამრავი გამოფენა მინდა ვუსურვო. გაიხარე და გაგვახარე ახალგაზრდავ.
0 1 1