x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ მოვუაროთ თმას შემოდგომაზე ( იაფი რჩევები)
imageთმის ცვენა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია - ნებისმიერ თმის ღერს გააჩნია საკუთარი სიცოცხლის ციკლი და როცა დრო მოდის ის ცვივა, მის მაგივრად კი სხვა ამოდის. ადამიანს ყოველდღიურად 50-დან 100-მდე ღერი თმა ცვივა, თუ თმის ცვენამ შემოდგომაზე მოიმატა, მაშინ სასურველია, თმა შეიჭრათ, თუნდაც დაიმოკლოთ რამოდენიმე სანტიმეტრით. ტრავმირებული თმის ბოლქვი იოლად შეიკავებს მოკლე თმას და უზრუნველყოფს მის კვებას. ნუ დაიბანთ თმას ყოველდრიურად, ეს კიდევ უფრო გამოაშრობს თქვენ თმას. სასურველია თმის დაბანვა ორ-სამ დღეში ერთხელ.


imageმაშ ასე რამდენიმე კარგი რეკომენდაცია თქვენი დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად:











1 )ალოეს დაქუცმაცებულ ფოთოლს შეურიეთ 1ს. კოვზი თაფლი, 1ს. კოვზი image
აბუსალათინის ზეთი და კვერცხის გული. ამას დაუმატეთ 1ჩაის კოვზი კონიაკი. ნიღაბი წაისვით თმაზე დაბანამდე, შეიხვიეთ პირსახოცით და გაიჩერეთ ნახევარი საათი. სასურველია ამ ნიღბის გაკეთება კვირაში მხოლოდ ერთხელ.








image2) ლუდი. ეს არის ერთ-ერთი იაფი და ხარისხიანი სასუალება, რომ გაიჯანსაღოთ თმა. კვებავს და აჩერებს თმის ცვენას. გააზავეთ ლუდი ანადუღარი წყლით (1:1). შემდეგ გაურიეთ შამპუნში და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ





3) თმის ცვენის დროს შეუცვლელია ფუტკრის რძე.

image


4) ¼ ჭიქა მაიონეზს დაუმატეთ ორი ჩაის კოვზი ევკალიპტის ზეთი და ახალდაბანილ თმაზე 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ

image







5) ეს ნიღაბი გამოიყენება მხოლოდ ცხიმიანი კანისთვის . ჩააგდეთ პიტნის რამდენიმე ღერი წყალში, ადუღეთ, გადაწურეთ და პიტნიანი წყალი დაუმატეთ შამპუნს, . ისე, რომ შამპუნი უფრო მეტი იყოს ვიდრე წყალი. ამ ნარევით დაიბანეთ თავი











image

6) თმის ხშირი დავარცხნა. ეს არის ალბათ ყველაზე, მარტივი, ეფექტური და იაფი თმის მოვლის საშუალება, რომელიც უხდება ყველა ტიპის თმას. საჭიროა მხოლოდ საღამოს 5 წუთიანი თმის დავარცხნის პროცედურა, ერთი კვირის შემდეგ, თქვენს თმას ვერ იცნობთ. ის გლუვი, მოცულობითი და ბზინვარე გახდება.








image



7) არ დაგავიწყდეთ ლამაზი თმა ქალბატონების სავიზიტო ბარათია. ამიტო 100 გრამ ჭინჭარს დაასხი 0, 5 ლიტრი წყალი და 0, 5 ლიტრი ღვინის ძმარი, მიღებული მასა უნდა მოიხარშოს ნახევარი საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამ ნახარშით დაიბანეთ თავი.






0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:სალო-მე
სალო-მე
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0