x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ULTRA HD-ზე მოთხოვნა იზრდება
image

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების,

სამაუწყებლო კომპანიების და ზოგადად მთლიანი სამაუწყებლო ინდუსტრიის მხრიდან ხდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და აქტიური კამპანიის წარმოება, რათა მოხდეს ULTRA HD-ის (იგივე 4K) მეტი პოპულარიზაცია და კიდევ უფრო დაჩქარდეს მისი დანერგვა ტელესაკომუნიკაციო სივრცეში.

პირველი ULTRA HD არხების გამოჩენა ეთერში, რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ ტექნოლოგიას და უზრუნველყოფს 4-ჯერ უფრო მეტი გაფართოების და მაღალი სიმკვეთრის გამოსახულებას, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და მისი მოხმარების არეალი უფრო ფართოვდება, განსაკუთრებით კი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და აზიის რეგიონებში.



კორპორატიულ მოხსენებაში „Ready, Steady, ULTRA HD“, სატელიტური ოპერატორი SES-ი აკეთებს დასკვნას, რომ 2015 წელი ULTRA HD-ის განვითარებისათვის რევოლუციური აღმოჩნდა, რაშიც კომპანიას დიდი წვლილი მიუძღვის.

გაზრდილ მოთხოვნას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ULTRA HD/4K მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები იყიდება ტექნიკის მაღაზიებში, ხდება სხვადასხვა სახის საინტერესო კონტენტის პირდაპირი ეთერით გადაცემა, ბოლო
ჰოლივუდის ფილმები გადაღებულია ამ ფორმატში და გრძელდება ULTRA HD Blu-Ray-ის ფორმატის მუდმივი განვითარება.





0
48
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0