x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ექსტრემალური შემთხვევები და მობილური ტელეფონების ფუნქციები

image


ყველა მობილურ ტელეფონს აქვს რამოდენიმე ფუნქცია ექსტრემალური შემთხვევებისთვის, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის....

I შემთხვევა საგანგებო მდგომარეობა


112 არის ნომერი, რომელზეც ყოველთვის ირეკება მობილური ტელეფონიდან – წესი მოქმედებს მთელს მსოფლიოში. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქსელის დაფარვის ზონაში არ იმყოფებით და საგანგებო სიტუაციაში აღმოჩნდით, აკრიფეთ 112 და თქვენი მობილური ტელეფონი მოძებნის ავარიულ ნომერს იმ ზონაში და კავშირი განხორციელდება. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, ამ ნომრის აკრეფა მაშინაც შეიძლება, როდესაც ტელოფონის კლავიატურა ბლოკირებული არის.

II შემთხვევატელეფონით მანქანის გაღება


მანქანასთან მიხვედით და აღმოაჩინეთ, რომ გასაღები არ გაქვთ? იმ შემთხვევაში, თუ მანქანას დისტანციური გასაღები აქვს, პრობლემა ადვილად მოსაგვარებელი არის. ეს სასარგებლო რჩევაა, რომელიც, შეიძლება, ოდესმე დაგჭირდეთ კიდეც:

დარეკეთ იქ, სადაც გასაღები დაგრჩათ და სთხოვეთ თქვენს ახლობლებს, მიიტანოს მანქანის გასაღები მობილურ ტელეფონთან და ბლოკირების ღილაკს თითი დააჭიროს. სწორედ ამ მომენტში, თქვენ მობილური ტელეფონი, მანქანიდან 30 სმ-ს დაშორებით დაიჭირეთ და კარები გაიღება. ეს დროის ეკონომიის ძალიან კარგი შესაძლებლობა არის. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მანძილს მანქანასა და გასაღებს შორის, მნიშვნელობა არ აქვს.

III შემთხვევაNokia-ს სარეზერვო აკუმულატორი


წარმოიდგინეთ რომ თქვენ მნიშვნელოვან ზარს ელოდებით, ხოლო მობილურის აკუმულატორი თითქმის დამჯდარია, დამტენი კი არა გაქვთ. Nokia-ს ტელეფონებში არის სარეზერვო აკუმულატორი და მის ასამუშავებლად, უნდა აკრიფოთ *3370# ნომერი, შემდეგ ტელეფონი გადატვირთოთ და აკუმულატორის მაჩვენებელი, ტელეფონის ჩართვის შემდეგ, 50%-ით გაიზრდება. სარეზერვო აკუმულატორი ხელახლა შეივსება, მობილური ტელებონის მორიგი დატენვის დროს.

IV შემთხვევამოპარული ტელეფონის დაბლოკვა


თუ მობილური ტელეფონი დაკარგეთ, შეგიძლიათ ეს რჩევა გამოიყენოთ. მართალია, ტელეფონს ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ არც სხვას მისცემთ მისით სარგებლობის უფლებას.

მობილური ტელეფონის ბლოკირებისთვის, ტელეფონის სერიული ნომერი გამოიყენება, რომელიც ყველა მობილურ ტელეფონს აქვს. ამ ნომრის გაგება, * # 0 6 # ნომრის აკრეფით შეიძლება, რის შემდეგაც, ეკრანზე გამოდის 15 ნიშნიანი კოდი. ეს კოდი არის უნიკალური თითოეული ტელეფონისთვის – ამოიწერეთ ის ქაღალდზე და შეინახეთ.

იმ შემთხვევაში, თუ ტელეფონს დაკარგავთ – დაუკავშირდით თქვენი ქსელის ოპერატორს და აცნობეთ ტელეფონის კოდი. ოპერატორი შეძლებს ტელეფონის დაბლოკვას და SIM-ბარათის შეცვლის შემდეგაც კი, მოპარული ტელეფონით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.

2
721
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
721
  
2016, 15 ივნისი, 10:03
არა. ბლოკირების მოხსნა ისევ იმ კოდით შეიძლება. დაურეკავთ ოპერატორს და აღადგენს თქვენს მობილურს.
2016, 14 ივნისი, 20:59
და რომ დავიბრუნოთ მაინც დაბლოკილი დარჩება მთელი ცხოვრება ვეღარ აღადგენს?
0 1 2