x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ვერცხლის სევადიანი ქართული თოფები
imageთბილისური თოფები
სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟის ექსპონატებს შორის წარმოდგენილია თბილისელი შეიარაღეების მიერ შექმნილი კაჟიანი თოფების არაერთი საუცხოო ნიმუში.
მთელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში ცნობილი იყო თბილისელ ხელოვანთა მიერ შექმნილი ხანჯლები, ხმლები, დამბაჩები და თოფები.

თანამედროვე კონსტრუქციის თოფების დამზადებაში სახელი გაითქვეს XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა.
1848 წელს თბილისში საკუთარი საიარაღო სახელოსნო გახსნა გ.გ. გიუჩკემ.
მან არაერთი მეიარაღე აღზარდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ძმები შპაგინები.
სწორედ ამ ძმებიდან ერთ-ერთის ნახელავია დიდ სამამულო ომში წითელი არმიის მთავარი იარაღი ППШ (შპაგინის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი).
გ.გ. გიუჩკე ორლულიანი თოფებს ამზადებდა.
თოფის ლულები ავგ. ფრანკოტის წარმოების იყო.
ჩახმახებზე სამარკო წარწერებს უკეთებდა რუსულ ენაზე: ტიფლის, გიუჩკე.
1896 წელს თბილისის ფრანგულენოვანი გაზეთი აქვეყნებს სამლულიანი თოფის რეკლამას, რომელიც გოტლიფ კურცის სახელთანაა დაკავშირებული.
კურცი ამზადებდა ორლულიან, ფისტონიან თოფებს, სანადირო შტუცერებსა და სამლულიან თოფებს.
გოტლიფ კურცი 1920 წელს გარდაიცვალა.
კურცის მოსწავლე იყო გ.ჰ. გეგელე, რომელსაც მაშინდელი პლეხანოვის #149-ში გახსნილი ჰქონდა „მონადირეთა სექციის საიარაღო სახელოსნო“ და თავადაც იქ მუშაობდა.
ამ პერიოდისთვის კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი იარაღი იყო „თბილისური დამბაჩა“.
ტერმინები: დამბაჩა, თოფი და ზარბაზანი - ოსმალური წარმოშობისაა, მათი ქართული შესატყვისი სახელებია: ხელმეხი, ქვემეხი.
თბილისში არსებობდა სასინჯი პალატა, რომელიც თავის დამღას ადებდა იარაღს.
იარაღი ქართული ორნამენტებით იყო მორთული.



„მაჭახელას“ თოფი


imageამ თოფის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ზაქარია ჭიჭინაძე.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მაჭახელას ხეობაში სამხედრო იარაღის მკეთებელი 30 ოსტატი ყოფილა, რომლებიც აწყობდნენ თოფს ხრახნიანი ლულით.
„მაჭახელა“ ცნობილი თოფი იყო გურიაში.
ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ასევე, კავკასიაში, ოსმალეთის იმპერიაში, ქურთისტანში, დიარბექირში, შამსა და სხვა უცხო ქვეყნებში.
„მაჭახელა“ ყირიმულ თოფზე მეტად სახელგანთქმული და სასურველი იარაღი გახლდათ.



ქართული თოფის ნიმუშები


1858 წელს საქართველოში იმოგზაურა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ, რომელიც თბილისში ოპერა „ლომბარდიელებს“ დაესწრო.
მწერალი გააოცა სცენის ფარდამ, რომელზეც ქართული ღირსშესანიშნაობები იყო გამოსახული, მათ შორის ვერცხლის სევადიანი თოფები.
თოფებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში აკეთებდნენ.
აჭარაში ცნობილი იყო თოფი - ჩურუქსუსა.
ჩხმორისი - აქ მზადდებოდა კარგი დამბაჩები, რომლებიც დიმიტრი ბაქრაძეს თავის წიგნში აქვს მოხსენიებული.
ახოში შესანიშნავი ხრახნილლულიანი თოფი მზადდებოდა, სახელწოდებით „თოფხანა“.
სოფლებში წარმოებული თოფების ძირითადი ნაწილი კაჟიანი და ფისტონიანი კონსტრუქციის იყო.

1935 წელს ეთნოგრაფიული ექსპედიციის ხელმძღვანელი სერგი მაკალათია საინტერესო ინფორმაციას იძლევა ხევსურეთში არსებული თოფების დასახელებისა და მათი ფასების შესახებ.

იმ დროისთვის ცნობილი თოფი „სიათა“ 3-4 ძროხა ღირდა;


„სტამბული“ - 4-5 ძროხა;
„მაჟარი“ - 2 ძროხა;
„ხარა თოფი“ - 5 ძროხა;
„ხირიმი“ - 15-16 ძროხა;
„ოსტამული“ - 25 ძროხა.


სამწუხაროა, რომ დღეს ქართულ თოფებს მასიურად არ აწარმოებენ, გარდა რიგი შემთხვევებისა, როდესაც საკმაოდ გამოცდილი ქართველი მეიარაღეები მცირე საწარმოებში ასრულებენ ძირითადად სარემონტო სამუშაოებს, ძველი საბრძოლო საშუალებების რესტავრაციას.imageimageimageimageimageimage






0
416
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
416
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0