x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
5 საუკეთესო იარაღი, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა

image
ყოფილ საბჭოთა კავშირში დამზადებული სამხედრო იარაღის დიდი ნაწილი, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე დღესაც არ კარგავს აქტუალობას და ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ისევ გამოიყენება, წერს ცნობილი გამოცემა The National Interest, და ასახელებს საბჭოთა შეიარაღების წამყვან ხუთეულს.


1. საუკეთესო საბჭოთა იარაღის ხუთეულში პირველი ადგილი პოპულარულმა გამომცემლობამ ავტომატ "კალაშნიკოვს" (АК) მიანიჭა. ეს იარაღი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დღემდე ყველაზე ცნობადი ავტომატია მთელ მსოფლიოში. მისი მთავარი უპირატესობებია სიმსუბუქე, ადვილად დაშლისა და აწყობის შესაძლებლობა, და სროლის სიმარტივე. ამ იარაღის მილიონობით ერთეული დღემდე გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა შეიარაღებულ ძალებში.

image


2. National Interest-ის ტოპ ხუთეულში მეორე ადგილს იკავებს სტრატეგიული დანიშნულების მძიმე სარაკეტო წყალქვეშა კრეისერი 941 "ზვიგენი" (SSBN "Typhoon" ნატოს კოდიფიკაციით). ყველაზე დიდი წყალქვეშა გემი, რომელიც ოდესმე აგებულა, გახდა ზღვაზე ბირთული შეკავების სამხედრო პოტენციალის საფუძველი. ეს სუბმარინი სამჯერ უფრო გრძელია, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი "ლოს-ანჯელესი" და თითქმის 10 ტონით მძიმე, ვიდრე წყალქვეშა გემი "ოჰაიო".
image


3. რეიტინგის მესამე ადგილზეა ტანკი Т-55, რომელიც Т-54-ის საფუძველზე შეიქმნა. ეს ორი საბრძოლო მანქანა იყო საბჭოთა არმიის საყრდენი მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან მანამ, სანამ Т-62 გამოვიდოდა. Т-55 ფართდ მიეწოდებოდათ ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებს, ჩრდილოეთ ვიეტმანს, სირიას, ეგვიპტეს, ანგოლასა და კუბას. დღემდე იაფი და მარტივი მოსახმარი ტანკი მთელი რიგი აფრიკული ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ გამოიყენება.
image

4. რეიტინგში მეოთხე ადგილს NI აძლევს ზებგერით სტრატეგიულ სარაკეტო ბომბდამშენს Ту-160-ს ("ბლექჯეკი" ნატოს კოდიფიკაციით). "თეთრ გედად" წოდებულიТу-160 იყო საბჭოთა კავშირში აგებული უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი. მას შეუძლია 22 ტონა საბრძოლო მასალის გადატანა, მათ შორის მფრინავი რაკეტების -Х-55-ის.
image

5. ხუთეულს ასრულებს 1938 წლის მოდელის 122-მმ ჰაუბიცა (М-30). მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირი ფართოდ იყენებდა არტილერიას. საბუქსირე საარტილერუო იარაღი იყო იაფი, დასამზადებლად მარტივი და ბრძოლის ველზე ძალიან ძლიერი. М-30 იყო საბჭოთა არმიაში ჰაუბიცას ყველაზე გავრცელებული სახეობა.
image





3
1130
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1130
  
2015, 22 ნოემბერი, 0:41
დიდი მადლობა. :)
2015, 21 ნოემბერი, 19:36
კარგი სტატიაა
2015, 21 სექტემბერი, 10:54
გავაზიარეე
0 1 3