x
image
სი
პომეროის ციხის მოჩვენებები

image


პომეროის ციხე – ეს არის ძველი და ნაწილობრივ დანგრეული ციხე, რომელიც ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე დაწყევლილ ციხედ ითვლება. იქ ბინადრობს ორი მოუსვენარი და საშინელი მოჩვენება.

ერთი მოჩვენება “ქალი თეთრებშია”. ამ მოჩვენებას ხალხი ციხის დაბლითა, მიწისქვეშა ნაწილში ხედავს. ის ასევე დაინახეს სანტ-მარგარეტის კოშკში. მათ, ვინც მოჩვენება დაინახა, ირწმუნებოდნენ, რომ დეპრესია, შიში და სიბოროტე იგრძნეს. ითვლება რომ ქალი თეთრებში ლედი მარგარეტ პომეროი არის, რომელიც მისმა დამ, ლედი ელეონორამ მიწისქვეშ, ციხეში დაამწყვდია.

როცა მათი მამა, ლორდი პომროი ჯვაროსნულ ლაშქრობაში წავიდა, ყველა ვალდებულება ელეონორას დააკისრა. ლეგენდის თანახმად, ელეონორას თავისი პატარა და ლამაზი დის ძალიან შურდა. გოგონებს ერთი კაცი უყვარდათ. ელეონორა ნერვიულობდა. მან საკუთარი და ციხეში ჩაამწყვდია. მარგარეტმა მიწისქვეშ ორ წელზე მეტი გაატარა. ნელი და საშინელი სიკვდილით მოკლა. შიმშილმა მოკლა.

image
მეორე მოჩვენება “ქალი ცისფერში” არის. ის პირველად მეთვრამეტე საუკუნეში შეამჩნიეს. გრძელი ცისფერი მოსასხამი აცვია, რომელსაც შავი კაპიუშონი აქვს. ყვირილით, თითქოს დახმარება სჭირდება, კაცებს თავის კოშკში იტყუებს და მერე დაბლა აგდებს.

სავარაუდოდ ის ლორდი ნორმანის ქალიშვილი არის. მამამისი ცუდად ექცეოდა და ქალი მას ვერ იტანდა. ის ბოროტი გახდა. შვილი გააჩინა, მაგრამ ისეთი საშინელი ქალი იყო რომ ბავშვიც შეიძულა. ერთხელ, როცა გაბრაზებული იყო, თავისი შვილი დაახრჩო.

ამბობენ, რომ ასეთი საშინელი ცოდვის გამო – საკუთარი შვილის მკვლელობა – მისი სული ვერასოდეს ვერ მოისვენებს. ციხეში მოკლულის ბავშვის ყვირილიც ესმით.

0
23
4-ს მოსწონს
ავტორი:სი
სი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0