x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134620
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508794
"კახელი კაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელის ბიჭად იქცა," - შალვა ნათელაშვილი

image
კახელი მევენახეების მხარდასაჭერად კახეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჩავიდა. მან მევენახეებს სიტყვით მიმართა. შალვა ნათელაშვილი ადგილზე მთავრობის წევრების ჩასვლა ითხოვს. მან დღეს კახელების პრობლემების მოგვარებისკენ პრემიერმინისტრს მოუწოდა.
"კახელი კაცია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელის ბიჭად იქცა. ახლა ჩინეთში წასულა ვიზიტით. ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, რა დროს ჩინეთია, აქ ყურძენი ლპება და ვენახი იწვება, " - განაცხადა აქციაზე შალვა ნათელაშვილმა.




მევენახეების აქციები კვლავ გრძელდება. ხმაური გურჯაანის გამგეობასთან ამ წუთებშიც გრძელდება. გლეხებს ტერიტორია ისევ გადაკეტილი აქვთ. ისინი კახეთში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ მევენახეებთან რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი მივიდა. მევენახეები მისგან ელოდებიან პასუხს, გაიზრდება, თუ არა ყურძენზე დაწესებული ტარიფები.
ცოტა ხნის წინ კი დაპირისპირება და ხმაური იყო გურჯაანში. სამართალდამცველებმა მევენახეების აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
დაპირისპირება პოლიციასა და გლეხებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს.



ხელისუფლება გლეხებს ვერ ეხმარება, სამაგიეროდ უფასო რჩევას აძლევს. სოფლის მეურნეობის მინისტრი მევენახეებს ყურძნის ქვევრებში დაწურვას სთავაზობს. გლეხებისთვის ეს რეკომენდაცია ნაკლებად დამაიმედებელი ფაქტორია, რადგან უმეტესობას ქვევრები სავსე აქვს, რადგან ჯერ შარშანდელი ღვინოც არ გაუყიდია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა ობიექტივის ეთერიდან გლეხებს მოუწოდა, რომ მოსავალი ღვინის სახით ქვევრში შეინახონ და სასმელის მოხმარება გაზარდონ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ამით იმ პრობლემის მოგვარებას ვარაუდობს, რომელიც ყურძნის რეალიზაციის უკავშირდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მინსიტრის ოთარ დანელიას შეთავაზაება არასერიოზულად მიაჩნიათ ეკონომიკური სფეროს ექსპერტებსაც. ისინი აქცენტს ყურძნის ფასზეც აკეთებენ, რომელიც შარშანდელთან შედარებით გაცილებით დაბალია.









1
41
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
41
  
2015, 13 სექტემბერი, 16:31
მთავრობა თავისავე დაგებულ მახეში თვითონვე გაება.რომ "აბოლებდნე" ხალხს,რომ ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღიდესო და ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში,1 ლარი ყველაზე დაბალი ხარისხის ყურძნის ფასი იქნებაო,აი მაშინ რას ფიქრობდნენ?-დაავიწყდებოდათ გლეხებს ეს ნათქვამი თუ რა?-ეხლა ზუსტად იმას ახსენებენ ეს გლეხები,დანაპირები 1 ლარი გადაგვიხადეთო!!!!
0 1 1