x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
დონატი - სწრაფი და მარტივი რეცეპტი

image


შემოგთავაზებთ დონატის ინგრედიენტებს 5 პორციაზე :
1. ფქვილი - 250 გრ.
2. შაქარი - 125 გრ.
3. ვანილი - გემოვნებით
4. ქათმის კვერცხი - 3 ც.
5. მარილი - მწიკვი
6. გამაფხვიერებელი - 1 ც.
7. მცენარეული ზეთი - 50 მლ.
8. რძე - 250 მლ.
9. შოკოლადი - 250 გრ.



მზადდება 30 წუთში.
მომზადების წესი:
1. ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, ვანილი და მარილი ავურიოთ.
2. შუა ნაწილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ რძე, ზეთი და კვერცხები.
3. კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
4. ჩავყაროთ ცომში შოკოლადის ნაჭრები და მოვურიოთ კოვზით.
5. ცომი ჩავასხათ კოვზით "დონატ-მეიკერში".
6. ვაცხოთ 4-5 წუთი, მოოქროსფერო სანამ არ გახდება.
7. ხშირად ვურევთ ცომს, რადგან შოკოლადის ნაჭრები იძირება.
8. გაციებულ დონატებს მოვასხათ გლაზური.
9. 15 წუთი გავაჩეროთ მაცივარში.

0
865
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია მელიქიშვილი
ნათია მელიქიშვილი
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0