x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ყველაზე გავრცელებული წყევლები, რომლებიც გაგაოგნებთ
სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, ამიტომ რეკომენდებულია თავი შეიკავოთ უბრალო წყევლისგანაც კი, მიუხედავათ იმისა, ექნება თუ არა მას დიდი მოტივაცია. თუმცა რა არის წყევლა? წყევლა ეს არის გამიზნული დარტყმა ადამიანზე, გარკვეული ნეგატიური ენერგიების ერთობლიობით, რომლის მიზანია კონკრეტული ადამიანის-ადრესატის განადგურება, გაუბედურება, სიკვდილი და ა.შ.


image


პრაქტიკაში უფრო ხშირია მომენტები, როცა წყევლა მოქმედებს როგორც ფარული ნაღმი, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად "ჭამს" ადამიანს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასევე არსებობს მომენტები, როდესაც წყევლა თავის დროს ელოდება და ადამიანს ყველაზე ბედნიერ მომენტში ატყდება თავს, ყველაფერი კი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც გასცემს ამ ცუდ ენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ჩვენგანს წყევლის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან სმენია და მათი მხოლოდ მხატვრულად სჯერა, ცხოვრებაში გაცილებით ბევრია ტრაგიკული დამთხვევები ამ უკანასკნელზე.


მგონი დროა გადავიდე სტატიის უმთავრეს თემაზე და შვიდი ყველაზე გავრცელებული წყევლის შესახებ გამცნოდ, რომელთა შესახებ აქამდე ალბათ არც გსმენიათ:




1. ბრილიანტ ხოუპის წყევლა. ამ 46 კარატიან ბრილიანტს გასაიდუმლოებული აურა გააჩნია და მხოლოდ ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ უბედურებები მოუტანა თავის მფლობელებს. ოდესღაც ეს ბრილიანტი ყოფილა ლურჯი, 115 კარატიანი ბრილიანტის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სამნახევარი საუკუნის წინ ინდოეთში ამშვენებდა ქალღმერთ სიტას ძეგლს. სამკაულებზე მონადირე Jean-Baptiste Tavernier-ს შეუძენია ბრილიანტი და მოგვიანებით გადაუცია ვერსალის სასამართლოსთვის. როგორც ჩანს ეს ბრილიანტი დაუნაწევრებიათ, თითოეულ ნაწილს კი გააჩნია თავისი ისტორია, თუმცა უმნიშვნელოვანესი არსი და გული სწორედ ბრილიანტ ხოუპს ეკუთვნოდა და თითქოს ქალღმერთის გაძარცვამ გამოიწვია რისხვა და ყველა მის მფლობელს უდიდესი უბედურება დაატეხა თავს. ქვის-ბრილიანტის პირველი მფლობელი რუსეთში დაგლიჯეს ძაღლებმა; მალევე ქვა გადაეცა მეფე ლუი XVI-ს, რომელიც მოგვიანებით თავის სამფლობელოში თავმოკვეთილი იპოვეს; შემდეგი მფლობელი Princess de Lamballe იპოვეს დასახიჩრებული; ხოლო იუველირები, რომელთაც ოდესმე ეჭირათ ხელთ ეს ბრილიანტი, დროის განმავლობაში ყველა შეიშალა.

image




2. ფარაონების წყევლა. კიდევ ერთი ცნობილი წყევლა, რომელიც დაკავშირებულია ეგვიპტის ფარაონების საფლავების სამარხთან. თითქოსდა მათი საფლავები სიკვდილის ყუთია, რომლის კედლებზეც სიტყვასიტყვით იყო ამოტვიფრული წყევლა, ვინც გაბედავდა ეგვიპტის ღვთაებრივი მმართველის საფლავის გაძარცვას ან მიკარებას, უთუოდ დაატყდებოდა თავს ეს წყევლა. ფარაონების წყევლის შესახებ კი ხმამაღლა ისაუბრეს მხოლოდ ტუტანჰამონის საფლავის გამოძიების შემდეგ. Lord Carnavon-ი, რომელიც აფინანსებდა ტუტანჰამონის საფლავის კვლევით ექსპედიციას, გარდაიცვალა ინფექციით, რომელიც ექსპედიციის დროს კისერზე კოღოს ნაკბენისგან დაინფიცირდა სწორედ ისე, რაც გახდა ტუტანჰამონის გარდაცვალების მიზეზი. ექსპედიციის 11 მონაწილე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, ხოლო უკანასკნელმა მონაწილემ კი შემდეგი სიტყვებით დაამთავრა სიცოცხლე თვითმკვლელობით: "მე ვეღარ გაუძლებ ამ საშინელებებს"...

image




3. კლუბი27. ეს წყევლა ცოტახნის წინ- 2011 წლის 23 ივლისს გაიხსენეს ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Amy Winehouse-ს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. "კლუბი27" მომღერალთა, როკერებისა და ბლუზმენების ცნობილი ჯგუფია, რომლის წევრებიც 27 წლის ასაკში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. კლუბის პირველი წევრები 2 წლის განმავლობაში გარდაიცვალნენ- Brian Jones, Jimi Hendrix, Janis Joplin და Jim Morrison-ი. მოგვიანებით კლუბის დამფუძნებლად დასახელდა Robert Johnson-ი, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა ასევე გაურკვეველ ვითარებაში. მომდევნო დამფუძნებლებიც Grateful-ი, Dead Ron McKiernan-ი, Peter Heng Badfinger'a, ჯგუფი Nirvana's სოლისტი Kurt Cobain-ი და ბოლოს Amy Winehouse-ც უდროოდ და საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალნენ. კლუბი ასევე მოიცავს 20 ნაკლებად ცნობილ მუსიკოსს.

image





4. "სუპერმენის" წყევლა. ალბათ ბევრი თქვენგანის საყვარელი გმირია, კუმირი "სუპერმენი", რომელსაც ეკრანებზე უყურებთ და ერთი შეხედვით ყოვლისშემძლეა, თუმცა სინამდვილეში კომიქსების გმირს განასახიერებს და ისეთივე მოკვდავია, როგორც სხვა ყველა დანარჩენი სულიერი. ცნობილ მსახიობებს სერია ავარიებისა დასტყდომიათ თავს და საბოლოო ჯამში ორი ათეული დაზარალებული გვყავს იმ მსახიობებისა, რომელთაც როდისმე შეასრულეს "სუპერმენის" როლი. მაგალითად: Christopher fell-ი ფილმის გადაღების დროს ცხენიდან გადმოვარდა და ისე დაშავდა, დღემდე მიჯაჭვულია ხეიბართა ეტლს. ამ როლის დროს დაშავებულთა სიაში არიან ასევე Marlon Brando და George Reeves-ი.

image




5. კენედების წყევლა. კენედებით განთქმული გვარის წარმომადგენლებიც ასევე უდროოდ და ხშირად გაურკვეველ სიტუაციებში დაიხოცნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ წყევლა გავრცელდა მთელს გვარსა და ოჯახზე. მაგალითად ძმები John და Robert Kenned-ები ორივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკვდნენ, უმცროსი ჯონი კი მეუღლესთან და რძალთან ერთად თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს გარდაიცვალა. აი ასე მარტივად, ერთი დაწყევლით გაწყდა ეტაპობრივად მთელი ოჯახი.

image




P.S. წყევლა მაწყევრისთვისაც არანაკლები საშინელებაა. მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.


და ბოლოს... " "შეყვარეთ სიყვარული"... შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის! ასე ცოტას ელოდება ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად ცოცხლობდეთ ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში! "



5
522
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
522
  
2015, 14 სექტემბერი, 0:07
აი შენ :*
2015, 13 სექტემბერი, 23:36
ძაან მაგარი სტატიაა
2015, 5 სექტემბერი, 10:36
მადლობა ალექს ;)
2015, 5 სექტემბერი, 10:28
გავაზიარე
0 1 5